კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 21-08-2016
კითხვა: სასწრაფოდ მირჩიეთ რამე :( ჩემს ძაღლს კრიჭა აქვს შეკრული, არც საჭმელს ეკარება და არც წყალს :(:( მეშინია არ მოკვდეს რა ვქნა აღარ ვიცი ძალით ცჰავასხი წეღან ცოტა წყალი მაგრამ თავისით არ ხსნის პირს , და ცხვირის მშრალი აქვს :( :(
პასუხი:
თუ ძაღლი ძალდატანების მიუხედავად პირს არ ხსნის - მაშ მართლა კრიჭა აქვს შეკრული.

თუ თბილისში ხართ აუცილებლად სასწრაფოდ მიიყვანეთ სადღეღამისო ვეტკლინიკაში - ბალტოში, ვეტჰაუსში, ან ზოოპლაზაში.

თუ არ ხართ თბილისში და არ შეგიძლიათ მიყვანა, მაშინ გაუკეთეთ სპაზმალგონი, თუ დიდი ტანის ძაღლია მთლიანი ამპულა, თუ პატარაა - ნახევარი.

თუ მაგანაც არ გაუხსნა, მაშინ დექსამეტაზონიც გაუკეთეთ იგივე დოზირებით (თუ დიდია მთლიანი ამპულა, თუ პატარაა - ნახევარი).

მაგრამ როგორც შეძლებთ ეგრევე, ხვალვე მიიყვანეთ ვეტერინართან, რომ გაარკვიოთ რა მიზეზით შეეკრა კრიჭა!!!
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?