კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 27-06-2015
კითხვა: მოგეალმებით, მყავს 9 წლის ძაღლი, (როტვეილერის მეტისი) რამოდენიმე თვეა აქვს კანის ძლიერი ქავილი, გაკეთებული მაქვს ბარსის წვეთები, მაგრამ ქავილი არ წყდება. ისე ძლიერ იქავებს, რომ აღეზიანებს კანს. ექავება ზურგზე, კუდთან ახლოს, თათზე. ძაღლი ცხოვრობს სოფელში და ვეტერინართან წაყვანის საშუალება იქ არ არის. ხშირად არის ეზოში. მირჩიეთ რა მაზი ან საშუალება გამოვიყენო, რომ დავეხმარო? წინასწარ ძალიან დიდი მადლობა.
პასუხი: თქვენს ძაღლს სჭირდება ბეწვის ანალიზი.
პირველ რიგში დაუკავშირდით ვეტერინარს თბილისში. შეგიძლიათ ტელეფონით. ის გირჩევთ როგორ უნდა აუღოთ ძაღლს თქვენ თავად ანალიზი და აქ ჩამოიტანოთ. სადაც რომელიმე კლინიკაში გააკეთბენ ანალიზს. ამის მიხედვით დაუდგინდება რა დაავადება აქვს და შესაბამისად ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ მკურნალობა.
გთხოვთ იმოქმედოთ სწრაფად - ძაღლისთვის უკეთესია.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?