კითხვა: გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ რა არის საჭირო თავშესაფრიდან ძაღლის გაყვანისათვის? მადლობა წინასწარ
პასუხი:
გამარჯობა.
თავშესაფრიდან ძაღლის აყვანა შეუძლია სრულწლოვანს. შესაბამისად ბავშვს აუცილებლად უნდა მიჰყვეს მშობელი. თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა, რადგან უნდა შეივსოს აყვანისთვის სტანდარტული საბუთები. დანარჩენს ადგილზე გაარკვევთ.