კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 12-02-2015
კითხვა: დიდი ბოდიში მაინტერესებს ქუჩაში უპატრონო ძაღლს თუ ვნახავ რაც ჩვენთან არც თუ ისე იშვიათია,სად შეიძლება დავრეკო რომ ეს ცხოველები ჩაიბარონ?წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი: ქუჩაში უსახლკარო ცხოველს ჯერ დააკვირდით, თუ მას ყურში აქვს ბირკა, მაშასადამე ის აცრილია და სტერილიზებული მუნიციპალური თავშესაფრის მიერ, რის შემდეგაც გაშვებულია ბუნებრივ არეალში.
ცხოველს თუ უკეთია საყელური - შესაძლოა ის მიკედლებულია, ან დაკარგული.

ცხოველების ჩაბარება თავშესაფარში სასურველია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - თუ ცხოველი მძიმედ არის დაზიანებული; რაიმე უჭირს; ასევე, მაგალითად ლეკვებს, რომლებიც დედის გარეშე დარჩნენ და ემუქრებათ გაყინვა; არის აგრესიული, ან იკბინება და საჭიროა მასზე დაკვირვება ცოფი საშიშროების გამო; ...

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე და შეატყობინოთ მდგომარეობა, ცხოველის წასაყვანად გამოვა მუნიციპალური თავშესაფრის სამაშველო ჯგუფი.
ცხოველი გადაყვანილი იქნება მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში დარეკოთ და მოიკითხოთ თქვენს მიერ ჩაბარებული ცხოველის ჯანმთელობის მდგომარეობა - 577958555.

Admin
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?