კითხვა: ჩემს პუდელს მკერდი გაუსივდა და გაუმაგრდა ეზდება დღითიდღე მგონი მკერდის სიმსივნე აქვს სიარულიც უჭირს, არის 13 წლის რავიღონო? ვშიშობ ოპერაციას და ნარკოზსს ვერ გადაიტანს.
პასუხი:
ის, თუ რამდენად ჯანმრთელია ძაღლი ოპერაციისთვის - ვეტერინარმა უნდა შეაფასოს, მოუსმინოს გულს, სუნთქვას და ა.შ. ნარკოზის გადატანას 100%-ით მაინც ვერავინ დაგპირდებათ. რადგან ის 13 წლისაა, ჯერ ანახეთ ვეტარინარს, არის ისეთი პრეპარატები, რომლითაც შეიძება სიმსივნის რაღაც პერიოდით შეჩერება. სწორედ ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს ეს.
ხოლო თუ ვეტის აზრით, ძაღლს ჯანმრთელობის მხრივ ნარკოზის გადატანის პრობლემა არ ექნება და თუ მეტასტაზები ჯერ წასული არ არის - სჯობს ოპერაცია, რითაც შეფარებით გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. მთლიანად მისი განკურნება 13 წლის ასაკში ვფიქრობ, არ იქნება შესაძლებელი.