კითხვა ვეტერინარს - კატები
დამატებულია : 28-01-2015
კითხვა: მოგესალმებით. მაქვს პრობლემა რომელსაც მესამე კვირაა ვერაფერი მოვუხერხე, თქვენი იმედიღა მაქვს. მყავს 9 თვის დედალი შავი კატა, ბავშვობიდან დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა, იყო აგრესიული არ იცოდა მოფერება, მაგრამ ეხლა ოცი დღის წინ მოვიყვანე მამალი, ასევე შავი კატა,დაახლოეიბთ 5-6 თვის, ამის შემდეგ რადიკალურად შიეცვალა,იმასთან შედარებით რაც იყო. საკმარისია ხელის ერთი დადება და გაგლეჯავს ყველაფერს, იფხაჭნება საშინლად, არ გვეკარება ახლოს, პატარას სადაც დაინახავს ცემს, ფხაჭნის, ურტყავს, აგორავებს, მოკლედ არ ახარებს)) ჩუმ ჩუმად დავაპარებთ და ისე ვაჭმევთ. სასწრაფოს მესაჭიროება რჩევა ან დახმარება რომლითაც შევძლებ ამ პრობლემის დაძლევას. დიდი მადლობა. პ.ს. არ მინდა არც ერთის გაშვება )))
პასუხი: მანდ ეჭვიანობის ფაქტორია. თქვენი პირველი კატა ძლიან ეჭვიანობს. ეტყობა მიჩვეული იყო იმას, რომ ოჯახში მარტო იყო და სხვა რომ გაჩნდა, შეიძლება იმას ბევრს ეფერებით, რადგან პატარაა და აქედან გამომდინარე პირველი ეჭვიანობს. მითუმეტეს, როდესაც მძიმე ხასიათის თუ იყო ადრეც.
თან, ალბათ გათამამებული გყავდათ ეტყობა ძალიან და მეორის მოყვანით მან თითქოს ოჯახში პირველი ადგილი დაკარგა. აქედან გამომდინარე უკვე იბადება აგრესია.
ეცადეთ, რომ ორივეს ერთნაირად მოეფეროთ, ორივე აიყვანოთ. ორივე კატაზე თანაბრად უნდა გაანაწილოთ ყურადღბა, სითბო და სიყვარული.
კატეგორიები - კატები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?