თეთრ-ცისფერი ბურმას ნაჯვარი
თეთრ-ცისფერი ბურმას ნაჯვარი
ხშირად დარწმუნებით შეუძლებელია თქმა, შემთხვევითი შეწყვილების შედეგად დაბადებული კნუტები სანაშენე ინდივიდებად გამოდგებიან თუ არა. ამის დადგენის საშუალებას იძლევა მხოლოდ მათი დნმ-ტესტი, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა კნუტების გარეგნული დათვალიერებითაც შეიძლება.

მოკლე დახასიათება

გენეალოგის დასადგენად საჭიროებს დნმ-ტესტს
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
საკმაოდ ხმაურიანი და ალერისანი კატაა

ისტორია

ნამდვილი შინაური კატის ყველა ჯიში თავისუფლად ეჯვარება ერთმანეთს, რადგან ერთი წინაპარი ჰყავთ, სავარაუდოდ, აფრიკული გარეული კატა (Felis silvestris lybica). ყველას ქრომოსომების ერთნაირი რიცხვი და შთამომავლობის მოცემის უნარი აქვს, თუ გენეტიკური თავსებადობა ამის საშუალებას იძლევა. ასეთი გართულებები იშვიათად ხდება და ისინი დაკავშირებული არიან მუტაციასთან. საუკეთესო
ცნობილი მაგალითია მენქსი: მისი უკუდო ინდივიდების ერთმანეთთან შეჯვარება არ შეიძლება, მაგრამ დასაშვებია ნორმალურკუდიან კატებთან, რომლებიც
აგრეთვე მენქსის ნაყარში ჩნდებიან. სირთულეები ჩნდება გარეული და შინაური კატების ჰიბრიდიზაციით მიღებულ პირველ თაობებში, რადგან ხვადები, როგორც წესი, უნაყოფონი იბადებიან.

ნიშნები

ნაჯვარი კატის ექსტერიერის მიხედვით მისი გენეალოგიის დადგენა მხოლოდ სავარაუდოდ თუ შეიძლება, ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა აღნაგობასაც და შეფერილობასაც. თეთრი-ცისფერი ბურმას ნაჯვარი კატა, რომელიც თავის წინაპარ ბურმაზე დიდია, თათების თეთრი ნახატით ძალზე ჰგავს სნოუ-შუს, ხოლო ჯდომის მანერით, რასაც ნაწილობრივ შედარებით გრძელი წინა ფეხები განაპირობებს, და შეფერილობით უფრო რუსულ კატას მოგვაგონებს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?