შავ-თეთრი კატა
შავ-თეთრი კატა
გარეგნობიდან კარგად არ ჩანს, ამ კატას ჰყავდა თუ არა წმინდა ჯიშის რომელიმე წინაპარი, მაგრამ ამის დადგენა მისი ზომითაც შეიძლება. ამ შეფერილობის უჯიშო კატები ხშირად უფრო პატარები არიან, ვიდრე წმინდა ჯიშის თანამოძმენი.




მოკლე დახასიათება

განუმეორებელი ბეწვის ნახატი აქვს
მეგობრული ხასიათით გამოირჩევა
შედარებით ჩასკვნილი აღნაგობის კატაა
აქვს მოკლე ბეწვი

ისტორია

ეს თავისებური კატები, რომელთაც კაჭკაჭებს (შავ-თეთრი შეფერილობის გამო) უწოდებდნენ, დიდ ბრიტანეთში იშვიათობად მაშინ იქცნენ, როცა ბრიტანულმა მოკლებეწვიანმა ჯიშმა განვითარება დაიწყო. ამ დროისთვის მომშენებლებმა მათ მიმართ ინტერესი დაკარგეს, რადგან მეტისმეტად რთული აღმოჩნდა საგამოფენო
სტანდარტის შესაბამისი იდეალური ნახატის მქონე ინდივიდების მოშენება. თავდაპირველად ისეთი კატების გამოყვანას ცდილობდნენ, რომელთაც ექნებოდათ ჰოლანდიური
ბოცვრის (ასევე ბიკოლორი, თეთრი უბნებით სხეულის შუა ნაწილში) მსგავსი შეფერილობა. შემდეგ ამაზე უარი თქვეს, რადგან მსგავსი ნახატის განვითარება და სტანდარტიზაცია თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. დღესაც ასეა _ ერთი ნაყარის ბიკოლორი კნუტებიც კი გარეგნობით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან.

საერთო ნიშნები

ბეწვის თეთრი და შავი უბნები გაბნეულია არა მხოლოდ ტანზე, არამედ სხეულის ნაწილებზეც.  არცთუ იშვიათია შავი ფერის ბალნის თეთრში შერევა. თუ შავ-თეთრი კატის თათის ბალიშებს დახედავთ, ვარდისფერ ფონზე, მსგავს შავ ლაქებს დაინახავთ, თეთრ ბეწვზე გაბნეული შავი უბნების მსგავსად. ამ ტიპის ყოველ კატას უაღრესად ინდივიდუალური გარეგნობა აქვს – უფრო გამოკვეთილი, ვიდრე წმინდა ჯიშის მის თანამოძმეებს. ზოგიერთი ბიკოლორის სხეულზე თეთრი ფერი ჭარბობს, პატარა შავი უბნები კი ძირითადად თავზე აქვს. ამგვარ შეფერილობას თურქული ვანის ) ბეწვის ნახატთან მსგავსების გამო "ვანი" ეწოდება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?