ბრიტანული მოკლებეწვიანისა და სპარსულის მეტისი
ბრიტანული მოკლებეწვიანისა და სპარსულის მეტისი
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიშთაშორისი შეწყვილებაა, რის საფუძველზეც შეიქმნა ეგზოტიკური მოკლებეწვიანი.




მოკლე დახასიათება

გამოირჩევა ლამაზი ექსტერიერით
აქვს დიდი თვალები
მშვიდი ხასიათის კატაა
ჩასკვნილი აღნაგობის ცხოველია

ისტორია

კატების გამოფენების პირველი დღეებიდანვე მასში პერიოდულად იღებდნენ მონაწილეობას ახლად გამოყვანილი ბრიტანული მოკლებეწვიანის  და სპარსული  ჯიშების მეტისები. ასეთი სელექციის თავდაპირველი მიზანი ჩვეულებრივი ქუჩის კატებისგან გამოყვანილი ბრიტანული მოკლებეწვიანის ზომების გაზრდა იყო. ამის შემდეგ მომშენებლებმა კატების ხაზიდან გრძელბეწვიანობის გენი ამოიღეს და ბრიტანულის კლასიკური მოკლებეწვიანი ტიპი აღადგინეს. ახლახან აღმოჩნდა, რომ ამ ჯიშში შესაძლებელია ახალი ფერების შეტანაც, რისთვისაც ძალიან
შესაფერისია სპარსული კატები, რომელთა ჯგუფისთვის სტან
დარტით დაშვებულია 60-ზე მეტი ფერი და ნახატი.

შედეგი

ბრიტანული მოკლებეწვიანისა და სპარსულის მეტისები მათთან შედარებით დიდი ზომით გამოირჩევიან, მაგრამ სპარსული კატასავით დიდი თავი, ბრტყელი სახე და მიჭყლეტილი ცხვირი არ აქვთ. სამაგიეროდ, ხვადებს სქესობრივი მომწიფების დროს დიდი და გამობერილი ლოყები უვითარდებათ. მიუხედავად ამ ზოგადი ნიშენებისა, ნაყარში კნუტები ერთმანეთისგან მაინც განსხვავდებიან: ზოგი უფრო სპარსულს ჰგავს და ნაკლებად ბრიტანულ მოკლებეწვიანს, ანდა პირიქით. ორი განსხვავებული ჯიშის შეწყვილებით მიღებული მეტისებისთვის სტანდარტი არ არსებობს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?