ციმბირულის მეტისი
ციმბირულის მეტისი
ზოგადად გრძელბეწვიანი კატები, მოკლებეწვიან თანამოძმეებთან შედარებით, ნაკლებად არიან გავრცელებული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ გრძელბეწვიანობა გენეტიკური თვალსაზრისით რეცესიული ნიშანია. მიუხედავად ამისა, ისინი საოცრად მომხიბლავები არიან, თუნდაც ფერადოვანი ბეწვი არ ჰქოდეთ.

მოკლე დახასიათება

გრძელი ბეწვი აქვს
ტიპური ბიკოლორია
შედარებით მშვიდი ხასიათით გამოირჩევა
ითვლება ეზოს კატად

ისტორია

ციმბირული კატის სქელი ბეწვი საგამოფენო თვალსაზრისით არ გამოუყვანიათ – მას იგი ბუნებრივად, მშობლიურ რეგიონში მკაცრი სიცივისგან დასაცავად განუვითარდა. ისინი წარმოადგენენ ჩვეულებრივი შინაური კატებისგან საუკუნეთა განმავლობაში ბუნებრივად განვითარებულ გრძელბეწვიან სახესხვაობებს, რომელთა გარეგნობაზეც გავლენა მოახდინა საცხოვრებელი გარემოს თავისებურებებმა. ამ
ჯიშმა დასავლეთში მხოლოდ ახლახანს, 1980-იანი წლებიდან შეაღწია, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში საჯაროობის პერიოდი დაიწყო.
ციმბირულები აქტიური ეზოს კატები არიან, რომელთათვისაც აუცილებელია სივრცე ხეტიალისთვის, რაც ზოგჯერ, პატრონისთვის მოულოდნელად, კნუტების დაყრით მთავრდება.

ექსტერიერი

აქ წარმოდგენილ კატას გაცილებით გრძელი და ფუმფულა ბეწვი აქვს, ვიდრე ტიპურ უჯიშო კატებს, რაც მის გენეალოგიაში ციმბირული კატის მონაწილეობას ადასტურებს. ზაფხულის განმავლობაში მას შესამჩნებად უმოკლდება ბეწვი და ნიკაპის ქვეშ გრძელი ბალანი სცვივა. ჩვეულებრივი, შინაური კატისთვის ტიპური შეფერილობა აქვს: თავისუფლად განაწილებული შავ-თეთრი ლაქები სხეულზე. განსაკუთრებით მიმზიდველია მისი ლამაზი მწვანე ფერის თვალები. ამ ტიპის კატებისთვის აუცილებელია რეგულარული მოვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთრის ბეწვი სცვივათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეწვის ლოკვის დროს ბალანს გადაყლაპავენ და კუჭში გორგლად დაუგროვდებათ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?