სპარსული შინშილა
სპარსული შინშილა

სპარსული შინშილასთვის დამახასიათებელია გრძელი ბალანი მუქი წვერებით, რაც კონტრასტს ქმნის არა მხოლოდ ბალნის დანარჩენ მკრთალ უბნებთან, არამედ არაპიგმენტირებულ თივთიკთანაც.


ისტორია

შინშილა, რომლის სახელიც ამ სპარსული კატის ერთ-ერთ ფორმას ჰქვია, მღრღნელების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს და ასეთივე, ოღონდ ოდნავ მუქი, ძვირად ღირებული ბეწვი აქვს. კატის ბეწვის შემთხვევაში ციმციმის ეფექტს ტიპინგი, ანუ მუქად შეფერილი ბალნის წვერები ქმნის. შინშილას თითოეული ბალნის უმცირესი, დაახლოებით მერვედი ნაწილი შავად აქვს შეღებილი. ასეთი ბეწვით დაფარულია თავი და ტანის ზედა ნაწილები: ზურგი, კუდი და გვერდები. ქვედა
ნაწილები – ნიკაპი, გულმკერდი და მუცელი, პირიქით, ქათქათა თეთრია ყოველგვარი მუქი ფერის გარეშე. თეთრი ვრცელდება
უკანა ფეხებზეც სახტომ სახსრამდე. სპარსულ შინშილას საერთოდ არ უნდა ეტყობოდეს ტაბი ნახატი ან კრემისფერი უბნები.

საოცარი თვალები

სპარსულ შინშილას კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის თვალები, რომლის ფერიც ზურმუხტისფრიდან ლურჯ-მწვანემდე იცვლება. მათ გამომსახველობას მატებს შავი კონტური, რასაც განაპირობებს ქუთუთოების პიგმენტაცია. მუქი მოვარდისფრო ცხვირი აქვს, შავი კანტით გარშემოვლებული. საერთო ზომების თვალსაზრისით, სპარსული შინშილა უფრო პატარაა, ვიდრე სპარსული კატების ჯგუფის ბევრი სხვა წარმომადგენელი. ამ კატებს ყოველდღიური მოვლა-ვარცხნა სჭირდებათ, ასე არც ბეწვი ეთელებათ და სახლშიც ბევრი ბალანი არ იფანტება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?