სინგაპურა
სინგაპურა
სინგაპურის ქუჩებში მისი აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ სინგაპურა აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში კატის ყველაზე პატარა ჯიში. სხვა აღმოსავლური ჯიშების მსგავსად, მისთვისაც საკმარისია მინიმალური მოვლა, რადგან ამ ჯიშის წარმომადგენლებს ხშირი და სქელი თივთიკი არ აქვთ.

მოკლე დახასიათება

იშვიათი ჯიშია
აქვს ტიკირებული ბალანი
დამახასიათებელია მხოლოდ ერთი შეფერილობა _ სეპია აგუტი
ბეწვი ადვილად მოსავლელია

ისტორია

ბოლო წლებში ამ ჯიშის წარმოშობა სადავოდ იქცა _ თითქოს ერთმანეთს არ შეესაბამებოდა აშშ-ში მისი თავდაპირველი შემოყვანის დოკუმენტაცია და დნმ-ის ტესტის შედეგები, რაც ბურმასთან მის ახლო ნათესაობას ადასტურებდა. სინამდვილეში
მოვლენები ასე განვითარდა: კატების მოყვარულმა წყვილმა ჰალ და ტომი მიდოუსებმა ამ ჯიშის გაველურებული წინაპრები აღმოაჩინეს,
რომლებიც სინგაპურის ქუჩებში ცხოვრობდნენ. 1975 წელს მათ აშშ-ში ოთხი ასეთი კატა ჩაიყვანეს, რომლებმაც სათავე დაუდეს დღევანდელ ხაზს. ექვსი წლის შემდეგ კი სხვა მომშენებელმა თითქმის ანალოგიური კატა სინგაპურში, კატების გადარჩენის ცენტრში აღმოაჩინა, ისიც აშშ-ში წაიყვანა და მანაც თავისი როლი შეასრულა ჯიშის ჩამოყალიბებაში.

ნათესაური კავშირები

სინგაპურა აღიარებულია, როგორც ბუნებრივად შექმნილი ჯიში. დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ამ კატის გენეტიკური ბაზა ძალზე ღარიბია, რაც მოსალოდნელიც იყო მისი წარმოშობის გამო. სინგაპურში ეს კატა უკანასკნელად დაახლოებით 30 წლის წინ ნახეს, მას შემდეგ, მიუხედავად გულმოდგინე ძიებისა, მის მსგავს ერთ ინდივიდსაც ვერ მიაკვლიეს. შესაძლოა იმიტომ, რომ ტერიტორია, სადაც სინგაპურა გაჩნდა, ადამიანის საქმიანობამ ძალიან შეცვალა და გაველურებული კატის პოპულაციამაც უეჭველად ადგილი შეიცვალა. თუმცა, ამ კატების შემჩნევა ადვილი ისედაც არ არის, რადგან ხშირად ფრთხებიან და საწვიმარ მილებში იმალებიან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?