სიამური კატა
სიამური კატა

სიამური ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სახელგანთქმული ჯიშია. მისი წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია სრიალა და მოკლე ბეწვი. სიამურები ნამდვილი კოლორპოინტები არიან _ სხეულის პერიფერიული ნაწილები მუქად აქვთ შეფერილი.

მოკლე დახასიათება

ბეწვისთვის საკმარისია მინიმალური მოვლა
ძალიან ალერსიანი ჯიშია
ტიპური ექსტრავერტია
საოცრად ხმაურიანია

ისტორია
აღსანიშნავია, რომ ეს კატები გარეგნულად შესამჩნევად შეიცვალნენ მას შემდეგ, რაც მათი მოშენება დაიწყეს დასავლეთ ევროპაში, სადაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში პირველად შეიყვანეს ტაილანდიდან. იმდროინდელ სიამურ კატებს თანამედროვე ინდივიდებზე გაცილებით მომრგვალო თავი ჰქონდათ. დღეისთვის ეს ძველი ტიპი  დასავლეთ ევროპაში აღდგენილია, როგორც განსხვავებული
ჯიში. იგი სიამურის თანამედროვე საგამოფენო ხაზებს არ ჰგავს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სამკუთხა სახე და, ზოგადად, დაკუთხული
ფორმები. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა, ზოგიერთი ფელინოლოგიური ორგანიზაციის მიერ სიამურის სტანდარტით დასაშვებ შეფერილობათა სპექტრის გაფართოება იყო. არატრადიციული ფორმები, მაგალითად, წითური პოინტი, ზოგი მომშენებლისთვის ჯერაც მიუღებელია.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?