მოკლებეწვიანი მანჩკინი
მოკლებეწვიანი მანჩკინი

არსებობს მანჩკინის მოკლებეწვიანი ფორმაც, რომელმაც უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კატების მოშენებაში და დასაბამი მისცა ბევრ ახალ, მოკლეფეხება ჯიშს. ამასთან პირადი ღირსებების გამო თვითონაც არ დაუკარგავს პოპულარობა.
მოკლე დახასიათება

ხალისიანი კატაა
ჯანმრთელობით გამორჩეული ჯიშია
უყვარს თამაში
ერთგული კომპანიონია

ისტორია

ამ ჯიშს მუსიკალური ფილმის _ "ოზის ჯადოქრის" პერსონაჟი პაწაწინა არსებების სახელი დაერქვა. სტანდარტით დაშვებულია მანჩკინის ბეწვის ნებისმიერი შეფერილობა და ნახატი. ამ ფორმას შედარებით მოკლე და ხავერდოვანი ბეწვი აქვს, რაც შესანიშნავად იცავს სიცივისგან. მანჩკინების მოშენებაში არსებობს უჩვეულო გარემოებაც: ამ ჯიშის როგორც გრძელი,
ისე მოკლებეწვიანი ფორმების მისაღებად დაშვებულია მათი აუტკროსინგი მხოლოდ უჯიშო კატებთან. ამგვარი პრაქტიკის შედეგად, მანჩკინებში სულ
უფრო ნაკლებად გვხვდება ერთი შეფერილობის ბეწვი, გაცილებით ხშირია ტაბი.

მოშენება

ცნობების თანახმად, დიდი ხნით ადრე, 1944 წელს აშშ-ში მრავლად არსებობდნენ ამ ჯიშის წინამორბედი მოკლეფეხება სახესხვაობები. დაახლოებით ამავე დროს ევროპაშიც ცნობილი იყო მსგავსი ფორმები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო ყველა დაიკარგა. ეჭვს მაშინვე არ იწვევდა, რომ მოკლეფეხება გარეგნობა აუტოსომური დომინანტური მუტაციის შედეგია. ეს იმას ნიშნავს,
რომ მანჩკინისა და ჩვეულებრივი კატის შეწყვილებისას ნაყარის ნაწილს ექნება მოკლე ფეხები. ორი მანჩკინის შეწყვილებით მიღებული თაობა კი შედარებით მცირერიცხოვანია, რადგან მათი ნაწილი დაბადებამდე იღუპება. თუ გსურთ კატა, რომელიც მაღლა ახტომას და საჭმლის მოპარვას ვერ შეძლებს, მანჩკინი აირჩიეთ. თუმცა იმასაც მალე დაინახავთ, რომ ძალიან სწრაფად დარბის და მისი დაჭერა ადვილი არ არის.
ტეგები
თინათინ
თუ იცით საქართველოში ეს ჯიში გვყავს? რამდენად შეიძლება შევიძინო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?