გრძელბეწვიანი მანჩკინი
გრძელბეწვიანი მანჩკინი

მანჩკინის ირგვლივ ატეხილი დავა თანდათან ჩაცხრა მას მერე, რაც ეს ჯიში ადამიანებმა უკეთ გაიცნეს და მიხვდნენ, რომ ისინი სხვა კატებივით ჯანმრთელები არიან, იმდენივე ხანს ცოცხლობენ და კარგი მეგობრობაც იციან.



მოკლე დახასიათება

ადვილად ამოსაცნობი გარეგნობა აქვს
მინიმალური მოვლა სჭირდება
შეუძლია კარგი სირბილი
გამოირჩევა მოსიყვარულე ხასიათით

ისტორია

პირველი მანჩკინი 1983 წელს, ლუიზიანაში გაჩნდა, როდესაც მაკე ქუჩის კატა, რომელსაც ძაღლი მისდევდა, მანქანის ქვეშ ჩავარდნას გადაარჩინა და თან წაიყვანა მუსიკის მასწავლებელმა სანდრა ჰოჩენედელმა. კატამ, რომელსაც ბლექბერი დაარქვა, რამდენიმე მოკლეფეხება კნუტი დაბადა. მაგრამ ეს ჯიში
ფართოდ ცნობილი გახდა მხოლოდ 1991 წელს საერთაშორისო ფელინოლოგიური ასოციაციის მიერ მედისონ სკვერ გარდენზე მოწყობილი გამოფენის
ტელევიზიით გადაცემის წყალობით. 12 წლის შემდეგ ამავე ორგანიზაციამ ჯიშს ჩემპიონის სტატუსი მიანიჭა, რაც სრული საგამოფენო აღიარების ტოლფასია. გრძელბეწვიან მანჩკინს აბრეშუმივით ნაზი და ზომიერად გრძელი ბეწვი აქვს, ამიტომ, სხვა ცნობილ გრძელბეწვიან ჯიშებთან შედარებით, მისი მოვლა საკმაოდ იოლია.

უსაფუძვლო შიში

თავიდან შიშობდნენ, რომ მანჩკინს შეიძლებოდა მალათშორისი დისკებისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიები ჰქონოდა, როგორც ეს ტაქსას და სხვა მოკლეფეხება და გრძელტანიან ძაღლებს ახასიათებთ. დეტალური გამოკვლევების შედეგად მანჩკინი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჯიშს ჯერაც არ აქვს მოპოვებული საყოველთაო აღიარება, თუმცა მისი პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდება. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში უკვე გულშემატკივრებიც ჰყავს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?