კინკელოუ
კინკელოუ

ეს კიდევ ერთი მოკლეფეხება არსებაა, რომელიც ნაწილობრივ მანჩკინიდან განვითარდა. იგი ამჟამად იშვიათია, მაგრამ მათი რაოდენობა და პოპულარობა თანდათან იზრდება.
კინკელოუ უკვე გამოფენებშიც მონაწილეობს, ამიტომ მას სულ უფრო მეტი სელექციონერი ეცნობა.







მოკლე დახასიათება


მიმზიდველი, საყვარელი კატაა
ჯიშისთვის დამახასიათებელია ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრი
მოუსვენარი, ცელქი ხასიათი აქვს
ჯანმრთელი ცხოველია

ისტორია

კინკელოუ ამერიკელმა სელექციონერმა ტერი ჰარისმა გამოიყვანა. მან უცნაურყურებიანი ამერიკული კერლი მოკლეფეხება მანჩკინთან შეაჯვარა, რომელიც მეგობრული ხასიათით გამოირჩევა.
კინკელოუს ორივე წინაპარი ქუჩის შინაურ კატებში გაჩენილი სპონტანური მუტაციის შედეგად წარმოიშვა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ კინკელოუ საკმაოდ ამტანი, დინჯი და მშვიდია. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია ბეწვის შეფერილობის და ნახატის ფართო სპექტრი,
თუმცა მისი მოშენება ჯერ კიდევ საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. კინკელოუს წარმომადგენლები საკმაოდ ჯანმრთელი კატები არიან, მიუხედავად მოკლე ფეხების, შედარებით გრძელი ტანის და დახვეული ყურებისა. თუმცა ჩვეულებრივ შინაურ კატებთან ჩხუბში მარცხდებიან, ამიტომ მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია შინ ყოფნა
.
ძირითადი მახასიათებლები

ამერიკული კერლის მსგავსად, კინკელოუს სტანდარტითაც დაშვებულია ბეწვის ნებისმიერი შეფერილობა. მისი ძირითადი მახასიათებელი ყურების ფორმაა. დაბადებისას ნაყარის ყველა კნუტს ნორმალური ყურები აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის წვერები მალევე იწყებს გადახრას და დახვევას _ ათ დღეში ამ ნიშნით მათი გამორჩევა უკვე ადვილია. ეს უცნაური ნიშანი ამერიკულ კერლს ახლა უფრო ეტყობა, ვიდრე წარსულში და ძალიან თვალსაჩინოა კინკელოუში.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?