ჯუჯა ბამბინო
ჯუჯა ბამბინო

ეს ჯიში ადამიანების უმრავლესობას ან სძულს, ან უყვარს, მის მიმართ გულგრილი კი ძალიან ცოტაა. მართალია, ბამბინო საბოლოოდ დამკვიდრებული ჯიში ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ გამოფენებზე უკვე მიიქცია ყურადღება და საერთაშორისო პოპულარობა შეიძინა.


მოკლე დახასიათება

უბალნო ჯიშია
ჯერჯერობით არ არის ფართოდ გავრცელებული
უცნაური ყურები აქვს
სახლში მცხოვრებ ჯიშებს განეკუთვნება

ისტორია

ეს ჯიში 2005 წელს პეტ და სტეფანი ოსბორნებმა არკანზასში მდებარე კატების საშენში გამოიყვანეს. სახელი "ბამბინო", რაც წარმოშობით იტალიელმა პეტმა დაარქვა, შეიძლება ითარგმნოს, როგორც "პაწია". ის ამ კატების ზომაზეც მიანიშნებს
და მათ
ანც ბუნებაზეც. ბამბინო მთელი სიცოცხლე თამაშის მოყვარულ კატად რჩება. ის უბალნო, მოკლეფეხება ჯიშია, რომელშიც სფინქსის და მანჩკინის ძირითადი თვისებებია გაერთიანებული. ამჟამად ინგლისში აშშ-დან წამოყვანილ მანჩკინზე დაფუძნებული ცალკე ხაზის მოშენებას მიჰყვეს ხელი. ამ კატების საშენები არსებობს ესპანეთშიც და ნიდერლანდებშიც. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს კატები უფრო შესაფერისები არიან ალერგიული ადამიანებისთვის, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

ექსტერიერი

ეს პატარა კატები თითქმის უბალნოები არიან, ამიტომ მათ შეფერილობას კანის ფერი განაპირობებს, რომელიც შეიძლება იყოს ვარდისფრიდან მოშავო ტონებამდე, გვხვდება სხვადასხვა ფერის უბნებიც. ყველა ინდივიდს მეტ-ნაკლებად ეტყობა ბეწვის აშკარა კვალი სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე. მაგრამ ყველაზე საოცარი ბამბინოს სხვადასხვა ფერის თვალებია: მწვანე, ცისფერი ან სხვ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?