კლასიკური ტაბი თეთრით
კლასიკური ტაბი თეთრით
მხოლოდ წმინდა ჯიშის კატები არ გამოირჩევიან ბეწვის ლამაზი ნახატით.
ფაქტობრივად, ბეწვის ნახატი კლასიკური ტაბი, რომელიც დამახასიათებელია მრავალი თანამედროვე ჯიშისთვის, უჯიშო კატებში მანამდე არსებობდა, სანამ წმინდა ხაზების გამოყვანა დაიწყებოდა.



მოკლე დახასიათება

მშვენიერი გარეგნობა აქვს
ტერიტორიულ ცხოველად ითვლება
იწვრთნება
დამჯერი ბუნებისაა

ისტორია

ჩვეულებრივი შინაური კატები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან და თავიანთი საცხოვრებელი გარემოს წვრილმანებს შესანიშნავად იმახსოვრებენ. არაკასტრირებულმა ხვადებმა არემარე განსაკუთრებით კარგად იციან. უამრავი ცნობა არსებობს შინაურ უჯიშო კატებზე, რომლებმაც გზის გაგნება მოახერხეს და საკმაოდ შორი მანძილიდან შინ ფეხით დაბრუნდნენ. გამოკვლევების თანახმად, კატები სწორ
მიმართულებას ჯერ დედამიწის მაგნიტური ველის მიხედვით ადგენენ, შემდეგ კი, როცა ნაცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, ადრე დამახსოვრებულ
ნიშნებს მიჰყვებიან და სახლთან მიდიან. ამ უნარს კნუტები ნაკლებად ავლენენ, რადგან ამ ასაკში შემოგარენს კარგად არ იცნობენ.

აღზრდა

როდესაც ახალ კატას შეიძენთ, სულ მცირე ორი კვირით სახლში გამოკეტეთ, რომ ნაკლებად მოუნდეს გარეთ ხეტიალი. როგორც კი მიხვდება, რომ თქვენს სახლში მას საკვები და წყალი ექნება, ის მისთვის მაშინვე უსაფრთხო თავშესაფარი გახდება. გარდა ამისა, კატას თავისი სახელი უნდა ასწავლოთ და დაძახებაზე მოსვლას მიაჩვიოთ. ასე ადვილად შეძლებთ გარეთ მყოფი კატის სახლში შემოყვანას ღამითაც და დღისითაც.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?