თურქული ანგორა
თურქული ანგორა
კატის ბევრი ცნობილი, უძველესი ჯიში გაჩნდა თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი მათგანია თურქული ანგორა, რომელმაც, როგორც ითვლება, ძირითადი როლი ითამაშა სპარსული გრძელბეწვიანის განვითარებაში.
ეს კატა დღეს საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

მოკლე დახასიათება

გვხვდებიან ინდივიდები სხვადასხვა ფერის თვალებით
აბრეშუმისებრი ბეწვი აქვს
ტრადიციულად თეთრი ფერის ჯიშია
ხშირად თანდაყოლილი სიყრუე აქვს

ისტორია

ეს ჯიში, რომელიც თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ანკარას შემოგარენში წარმოიშვა, ოდესღაც ანგორას სახელით იყო ცნობილი. ზოგიერთი მოსაზრებით, ისინი იმ ძველეგვიპტური კატების უშუალო შთამომავლები არიან, რომლებიც ვაჭრებმა მრავალი წლის წინ ჩაიყვანეს აღმოსავლეთ ანატოლიაში (მცირე აზია) და
სადაც დღესაც ბინადრობენ. თურქეთში ყველაზე ძვირად ცისფერი და ქარვისფერი, ანუ ჰეტეროქრომული თვალების მქონე ანგორები, ტრადიციული
თეთრი ბეწვით, ფასობდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ამ კატების რიცხვი მათ სამშობლოში იმდენად შემცირდა, რომ ანკარის ზოოპარკში მათ დასაცავად განსაკუთრებული სელექციური პროგრამა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

შეფერილობა და ნახატი

თურქული ანგორა, რომელიც 500 წელზე მეტია, რაც ევროპაში ცნობილია, აშშ-ში პირველად 1963 წელს წაიყვანეს, მაგრამ გამოფენებზე დაშვების უფლება მხოლოდ ათი წლის მერე მოიპოვა, ისიც მხოლოდ თეთრმა ინდივიდმა, მიუხედავად თვალის შეფერილობისა. სიტუაცია მხოლოდ 1978 წელს შეიცვალა, როდესაც პირველად აღიარეს სხვა ფორმები, ყავისფერი ტაბი თეთრით. ამჟამად სტანდარტით დაშვებულია თურქული ანგორის ბეწვის ნებისმიერი შეფერილობა და ნახატი, გარდა აღმოსავლური ჯგუფისთვის დამახასიათებელი ფერებისა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?