მანდალაი
მანდალაი
ამ ჯიშმა, რომელიც ბურმანული და შინაური კატების შეჯვარებით გამოიყვანეს, თავის სამშობლოში _ ახალ ზელანდიაში მრავალი გულშემატკივარი შეიძინა, არა მხოლოდ პრიალა და ლამაზი ექსტერიერის, არამედ ხასიათის გამოც, რადგან ძალზე მიმზიდველი და თამაშის მოყვარული კომპანიონია.



მოკლე დახასიათება

ადგილობრივ ჯიშად ითვლება
სრიალა, ატლასივით ბეწვი აქვს
გამოირჩევა თვალების ფერით
ხვადი ძუზე დიდია

ისტორია

ერთ-ერთ სელექციურ პროგრამაზე მუშაობის დროს მომშენებლებმა ბურმანული  უჯიშო კატასთან შეაჯვარეს. შედეგად მიიღეს კატა, რომელსაც ბურმანულთან შედარებით მუქი ბეწვი ჰქონდა – უფრო კუპრივით შავს უახლოვდებოდა, ვიდრე ყავისფერს. ამასთან ფერი მთელ სხეულზე, პერიფერიული
ნაწილების ჩათვლით, თანაბრად ჰქონდა განაწილებული. მანდალაის თვალების ფერიც
უფრო მუქია _ მოყვითალო-ოქროსფერიდან ქარვისფრამდე იცვლება; ბეწვიც უფრო მბრწყინავი, აბრეშუმისებრია, ამიტომ მის მოვლას დიდი დრო არ სჭირდება. მანდალაი შემთხვევით გამოყვანილი ჯიშია, რომელიც 1980-იან წლებში ჩვეულებრივ უჯიშო კატებსა და ბურმანულს შორის დაუგეგმავი შეჯვარებების შედეგად გაჩნდა. საოცარია, მაგრამ ეს ჯიში, მიმზიდველი და გონიერი ხასიათის მიუხედავად, დანარჩენი მსოფლიოსთვის თითქმის უცნობია.

ფერადოვანი ჯიში

ბომბეი  ძალზე ჰგავს მანდალაის, მაგრამ სტანდარტით დაშვებულია მხოლოდ შავი შეფერილობის ბომბეი, მანდალაის შემთხვევაში კი ფერთა სპექტრი გაცილებით ფართოა. ჯიშის განვითარების ადრეულ სტადიებზე ხშირი იყო წითური და მასთან დაკავშირებული კრემისფერი და კუსფერი შეფერილობის ეგზემპლარები. ახლა მათ გარდა პოპულარულია ჰავანა ბრაუნის  მსგავსი შოკოლადისფერი, აგრეთვე ლავანდა, ცისფერი, ცინამონი, ფავნი, გარგარი და კარამელი.
ტეგები
lika
ჩემ კატას ბეწვი სცვივა და რატომ?
LIKA
მეც მყავს კატა, ბუსა ჰქვია, მამალია, სულ შავია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?