სნოუ-შუ
სნოუ-შუ
ამ მოკლებეწვიანი კატების, როგორც ჯიშის წარმოშობა დღესაც ძალზე სადავოა.
სნოუ-შუ განსაკუთრებული თავსატეხია მომშენებლებისთვისაც, რადგან საგამოფენო სტანდარტით დაშვებული გამოკვეთილი ნიშნებიმქონე ინდივიდის გამოყვანა უაღრესად რთულია.





მოკლე დახასიათება

ძალზე ერთგული კომპანიონია
კარგად ეგუება ბავშვებს
ცურვა იცის
ბეწვი თავისებურად აქვს მოხატული

ისტორია

სნოუ-შუს წარმოშობა თარიღდება 1960-იანი წლებით. ფილადელფიაში (აშშ) მცხოვრებ მომშენებელს, დოროთი ჰაინდს-დაგერტს, სიამური კატა ჰყავდა, რომელმაც სამი კნუტი დაბადა. ყოველ მათგანს ფეხებსა და თათებზე თავისებური თეთრი ნიშნები ჰქონდა. მომშენებელი ჯიშში
ამ თვისებების გაძლიერებით დაინტერესდა, რისთვისაც ამერიკული მოკლებეწვიანი ბიკოლორი და
სიამური კატები გამოიყენა. მაგრამ ამ მცდელობას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს სიამური კატის მომშენებლებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ეს თავისებური თეთრი ლაქები სიამური კატის ხაზებშიც გაძლიერდებოდა. ბოლოს, 1974 წელს, სხვა მომშენებელმა, ვიკი ოლენდერმა, ამ ჯიშისთვის, რომელსაც თეთრი თათების გამო სნოუ-შუ (თოვლში სასიარულო ფეხსაცმელი) ეწოდა, ოფიციალური აღიარების მოპოვება მოახერხა.

ნიშნები და ქცევა

სნოუ-შუს ექსტერიერს რამდენიმე განსხვავებული გენი განსაზღვრავს. მაგალითად, ამობრუნებული V ფორმის ნახატი სახეზე და ნახატი კიდურებზე სხვადასხვა გენის მოქმედების შედეგია. სნოუ-შუსთვის, სტანდარტის თანახმად, აუცილებელია ნიშნების სიმეტრია, თუმცა არასტანდატული ინდივიდებისგანაც შესანიშნავი კომპანიონები გამოდიან. ეს ალერსიანი და გონიერი კატები ხშირად წყლისადმი უჩვეულო მიდრეკილებას ავლენენ. სნოუ-შუ საოცრად ხმამაღლა კნავის, რაც ადასტურებს, რომ მისი წინაპარი სიამური კატა იყო.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?