რუსული კატა
რუსული კატა
დიდი ხნის განმავლობაში მათ უბრალოდ რუსულ ცისფერ კატებს უწოდებდნენ, მაგრამ შავ-თეთრი ფორმების გამოჩენის შემდეგ, რომლებიც ზოგიერთმა ორგანიზაციამ გამოფენებზე უკვე დაუშვა,
სახელს სიტყვა "ცისფერი" მოსცილდა.


მოკლე დახასიათებ

ძალიან წყნარი კატაა
ჰიპოალერგენულ ჯიშად ითვლება
თამაშის მოყვარული, ერთგული ცხოველია
უცნობებს უფრთხის


ისტორია

ამ ჯიშის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ არხანგელსკთან, საიდანაც 1860 წელს მეზღვაურებმა პირველად წაიყვანეს ინგლისში, შემდეგ კი არხანგელსკის კატის სახელწოდებით გამოფენაზე გაიყვანეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯიშს გა
დაშენების საფრთხე დაემუქრა და სულ რომ არ გამქრალიყო, ინგლისელმა და სკანდინავიელმა მომშენებლებმა მისი და სიამური კატის მეტისების გამოყვანა დაიწყეს. მოგვიანებით აშშ-ში გულმოდგინე სელექციური მუშაობის
შედეგად რუსული კატის ხაზიდან მაქსიმალურად იქნა ამოღებული სიამური კატისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასე აღორძინდა ჯიში, რომლის წარმოშობის ნამდვილი ისტორია იმ არეულ დროში დაიკარგა.

მახასიათებლები

ბალნის ვერცხლისფერი წვერები ბეწვის ციმციმის ეფექტს ქმნის. ზრდასრული ინდივიდეის მუქი მწვანე ფერის თვალები აქვთ კნუტებს, როგორც წესი, თავიდან ცისფერი თვალები აქვთ. არსებობენ ერთი ფერის _ თეთრი ან შავი ინდივიდებიც, რომლებიც უფრო ცნობილი არიან ავსტრალიაში, სადაც 1970 წელს გამოიყვანეს. ყველა რუსულ კატას ორმაგი ბეწვი აქვს (ასე იმიტომ ეწოდება, რომ თივთიკის სიგრძე ბალნისას უტოლდება), რომელიც ძალიან სქელი და რბილია და ცხოველს შესანიშნავად იცავს სიცივეში.
ტეგები
მაია
მე მყავს რუსული კატა, ის ჩემი უდიდესი სიყვარულია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?