კატის ჯიში კორატი
კატის ჯიში კორატი
ამ უძველესი ჯიშის გარეგნობა აშკარად ადასტურებს, რა შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს მოვერცხლისფრო-ცისფერი ბეწვი და მისი კონტრასტული ფერის თვალები.
კორატს სამშობლოში ბევრი ლეგენდა უკავშირდება, როგორც ამბობენ, მას პატრონისთვის იღბალი მოაქვს.


მოკლე დახასიათება

გულის ფორმის უცნაური სახე აქვს
დიდი, მანათობელი თვალებით გამოირჩევა
დამახასიათებელია უნიკალური შეფერილობის ბეწვი
სქესობივად გვიან მწიფდება


ისტორია

1959 წელს ტაილანდიდან წამოყვანილმა ამ ჯიშის პირველმა ეგზემპლარებმა აშშ-ში ჩააღწიეს. იქაური თანამედროვე კატების გენეალოგიაც უშუალოდ ამ იმპორტირებულ ინდივიდებს უკავშირდება. უცნაურია, მაგრ
ამ კორატის მეტიზაცია სხვა ჯიშთან, თუნდაც ფერთა სპექტრის გაფართოვების მიზნით, აკრძალულია. ამის მიზეზი ამ კატის სრულიად უნიკალური ცისფერი ბეწვია, რომლის თითოეულ ბალანზე მოვერცხლისფრო ტიპინგი ჩანს. კორატის ბეწვი სინათლეზე
ბრწყინავს, ამიტომ ერთგვარი ნათება იქმნება მისი სხეულის გარშემო. გამორჩეულია კორატის მომწვანო ფერის მოელვარე თვალებიც.

ასაკი და გარეგნობა

ამ ჯიშს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდის ერთ-ერთი პროვინციის – კორატის სახელი ჰქვია, სადაც იგი სავარაუდოდ პირველად გამოიყვანეს დაახლოებით 1000 წლის წინ. თავის სამშობლოში მას სი-სავატს უწოდებენ, რაც ბედნიერებას ნიშნავს. კორატები ნელა იზრდებიან, თვალებიც მხოლოდ ორი წლის შემდეგ იღებს ჯიშისთვის დამახასიათებელ ფერს. მანამდე კი კნუტებს მოყვითალო ან ქარვისფერი თვალები აქვთ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?