ევროპული ბურმა
ევროპული ბურმა
ამ კატებს ფაფუკი და ფერადოვანი ბეწვის გარდა მიმზიდველობას მატებს მათი შესანიშნავი ხასიათი. ისინი ალერსიანი კომპანიონები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ მჭიდროდ ენათესავებიან სიამურ კატებს, უფრო მშვიდი და დინჯი ცხოველები არიან.


მოკლე დახასიათება

ჯიშისთვის დამახასიათებელია შეფერილობათა ფართო სპექტრი
გამოირჩევა ალერსიანი და ერთგული ბუნებით
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
უყვარს სახლის გარემო

ისტორია

ამერიკული და ევროპული ბურმანული კატის ხაზებს ერთი წინაპარი ჰყავდათ. თანამედროვე ევროპული ბურმას წინამორბედი ევროპაში ამერიკიდან ჩაიყვანეს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი ცალკე ხაზად განვითარდა, ამიტომაც გარეგნულად ასე განსხვავებიან. ევროპულ ბურმაზე ნაწილობრივ გავლენა
მოახდინა ევროპაში სტანდარტით დაშვებულმა სიამური კატის იმ სახესხვაობებთან შეჯვარებამ, რომელთაც წითური ფერის განმსაზღვრელი გენი აქვთ
(თუმცა წითური არ ითვლება სიამური კატის ტრადიციულ შეფერილობად). ევროპული ბურმას ხაზებში ამ მახასიათებლის შეტანამ ჯიშის შეფერილობათა სპექტრი ათამდე გაზარდა – ტრადიციულ ფერებს კრემისფერი, წითური და კუსფერიც კი დაემატა, რაც ამერიკულ ბურმანული კატების სტანდარტით დაუშვებელია.

იერი და ხასიათი

ევროპული ბურმანული კატები მხოლოდ შეფერილობით კი არა, გარეგნული ნიშნებითაც განსხვავდებიან ამერიკული ბურმანულებისგან, ამიტომ ისინი გამოფენებზე ცალკე კლასებად გამოჰყავთ. ევროპულ ხაზში სიამური კატის გავლენა ყველაზე მეტად თვალების მოგრძო ჭრილიდან ჩანს _ ცხვირისკენაა დახრილი. ამერიკული ბურმას თვალები, პირიქით, თითქმის მრგვალია. ორივე ჯიში ტემპერამენტით ერთმანეთს ჰგავს _- მეგობრული ხასიათის წყალობით სახლში თავს მშვენივრად გრძნობენ და სხვა კატას ან ძაღლს კარგად ეგუებიან.
ტეგები
nino
მინდა შევიძინო ამ ჯიშის კნუტი, იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება? დამავალებთ თუ კოორდინატებს დატოვებთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?