ბალიური კატა
ბალიური კატა
ამ კატებს უშუალო კავშირი არ აქვთ ინდონეზიის კუნძულ ბალისთან, მაგრამ მომშენებლების აზრით, იქაური მოცეკვავეებივით მოხდენილი გარეგნობა და დახვეწილი მოძრაობები აქვთ,
ამიტომაც დაარქვეს ბალიური კატები, იგივე ბალინეზები. ისინი მჭიდროდ ენათესავებიან სიამურ კატებს.

მოკლე დახასიათება

გამოირჩევა ულამაზესი გარეგნობით
ნახევრად გრძელი ბეწვი აქვს
საოცრად მოხდენილად მოძრაობს
გვხვდება რამდენიმე სახესხვაობა

ისტორია

უცნობია, ზუსტად როდის და როგორ აღმოჩნდა გრძელბეწვიანობის რეცესიული გენი სიამური კატის ხაზში, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს 1920-იანი წლების დასასრულს, ან უფრო ადრე მოხდა. სიამური ძუებისგან დაბადებულ ამ უცნაურ ინდივიდებს ჩვეულებრივზე გრძელი
ბეწვი და ფუმფულა კუდი ჰქონდათ. აშშ-ში ენთუზიასტებმა ამ გრძელბეწვიანი კატის ცალკე ჯიში გამოიყვანეს, რომელიც საბოლოოდ
1961 წელს აღიარეს და ბალიური კატა უწოდეს. სიამური კატის მსგავსად, ბალიური კატის არატრადიციული და ტრადიციული ფორმები არსებობს, ამ უკანასკნელს უფრო მომრგვალო სახე და ნაკლებად კუთხოვანი ნაკვთები აქვს. ბალინეზი, გარდა იმისა, რომ ულამაზესია, ძალიან გონიერი და ალერსიანიც არის.

ფერები

სიამური კატების მსგავსად, ბალიური კატებისთვისაც თავდაპირველად დაშვებული იყო ოთხი შეფერილობა: სილპოინტი, ბლუპოინტი, ლილაპოინტი და შოკოლადპოინტი. მაგრამ როგორც სიამურის, ისე ბალიური კატის შეფერილობათა სპექტრიც უკანასკნელ წლებში გაფართოვდა. მათ ყველა არ აღიარებს, მაგალითად, წითურ და კუსფერ კოლორპოინტებს ზოგჯერ ცალკე ჯიშად _ იავურ კატად ანუ იავანეზად განიხილავენ, რომელიც აზიური კატების ჯგუფს განეკუთვნება. ბალიურ და სიამურ კატებს კიდევ ერთი რამ განსხვავებს: ბალიურს უფრო დაბალი და მშვიდი ხმა აქვს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?