ავსტრალიური მისტი
ავსტრალიური მისტი
ამ ულამაზეს კატებს, რომელთაც ადრე ლაქებიან მისტის უწოდებდნენ, საოცრად მეტყველი, დიდი თვალები აქვთ. კიდევ უფრო მიმზიდველია მათი თვინიერი ხასიათი, რის გამოც ყველა ასაკის ადამიანისთვის შესანიშნავი კომპანიონები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატებს ჯერაც ნაკლებად იცნობენ ავსტრალიის გარეთ.


მოკლე დახასიათება

ბეწვი ულამაზესი ნახატით გამოირჩევა
გავრცელებულია ავსტრალიაში, სხვაგან _ ნაკლებად
სტანდარტით დაშვებულია ბეწვის შვიდი შეფერილობა
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს



ისტორია

ავსტრალიური მისტის გამომყვანმა, დოქტორმა ტრუდა სტრიდმა, მის მისაღებად აბისინიური, ბურმანული და ჩვეულებრივი უჯიშო კატები გამოიყენა. მომშენებლის თავდაპირველი ჩანაფიქრით, ჯიშს ლაქებიანი ბეწვი უნდა
ჰქონოდა, მაგრამ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ კატები მარმარილოსებრი ნახატით, რაც მერე ასევე სტანდარტით დაუშვეს. ამიტომ საჭირო
გახდა ავსტრალიური მისტისთვის თავდაპირველი სახელის გამოცვლა. ამ ახალი ჯიშისთვის დამახასიათებელია ბეწვის ორივე ნახატი და შვიდი სახის შეფერილობა: ყავისფერი, ცისფერი, ლილისფერი, კარამელი, შოკოლადი, ოქროსფერი და ატმისფერი. ავსტრალიური მისტის ექსტერიერი გლუვია, რადგან თივთიკს მოკლებული რბილი და პრიალა ბეწვი აქვს.

ექსტერიერი

სხვა ჯიშებისგან განხვავებით, ავსტრალიური მისტის მშვენიერ ექსტერიერს ქმნის ბეწვის სამი (და არა ორი) ელემენტი: ბაცი ფონი, მასზე გამოკვეთილი ლაქებიანი ნახატი და, ბოლოს, ტიკირებული ბალანი, რაც კვამლისფერ ეფექტს იძლევა და კარგად ჩანს იმ უბნებში, სადაც ლაქები არ აქვს. ავსტრალიური მისტი მსოფლიოში უნიკალური კატაა იმ მხრივ, რომ არსებობს დაწვრილებითი სელექციური ჩანაწერები, რომლებშიც ზუსტად არის მოცემული მისი გენეალოგია სათავეებიდან დღემდე.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?