გრძელბეწვიანი სკოტიშ-ფოლდი
გრძელბეწვიანი სკოტიშ-ფოლდი
მუტაციის შედეგად ამერიკული კერლის ყურის წვერები უკან გადაიკეცა და დაეხვია, სკოტიშ-ფოლდს, იმავე შოტლანდიურ ყურებდაშვებულ კატას კი წინ ჩამოყრილი ყურები განუვითარდა.
ყველა თანამედროვე სკოტიშ-ფოლდს სათავე ასეთი ყურების მქონე ძუმ დაუდო, რომელიც ერთ-ერთი შოტლანდიური ფერმის კატამ დაბადა.
მოკლე დახასიათება

მეგობრული და დამჯერია
კარგი სმენა აქვს
ჯიშისთვის დამახასიათებელია შეფერილობათა ფართო სპექტრი
არსებობენ მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ფორმები

ისტორია

სკოტიშ-ფოლდი მოკლებეწვიანი კატისგან განვითარდა, რომელიც, როგორც შემდეგ გახდა ღია, გრძელბეწვიანობის რეცესიულ გენსაც ატარებდა. მას სახელად სუზი ერქვა. დღეს სკოტიშ-ფოლდის ნაყარში შეიძლება შეგვხვდეს როგორც გრძელბეწვიანი, ისე მოკლებეწვიანი კნუტები.
მათ შორის განსხვავება ყველაზე მეტად ზამთარში ჩანს, როდესაც გრძელბეწვიანების საფარი უფრო ფუმფულა ხდება, კარგად ეტყობათ
გრძელი ფუნჯი კუდზე და გრძელი ბალანი კისრის მიდამოში. სკოტიშ-ფოლდებს ერთმანეთთან არ აჯვარებენ, რადგან შეიძლება მომავალი თაობა სახსრების პათოლოგიებით დაიბადოს. სანაცვლოდ გარეგნულად სკოტიშ-ფოლდის მსგავს, ოღონდ ნორმალურყურებიან კატებს იყენებენ.

რაოდენობის შემცირება

სამწუხაროდ, გრძელბეწვიანი სკოტიშ-ფოლდები სულ უფრო იშვიათად გვხვდება, რადგან ამ ჯიშის გასაუმჯობესებლად, როგორც წესი, უკვე ჩამოყალიბებულ ბრიტანულ მოკლებეწვიანთან მის მეტიზაციას მიმართავდნენ. რადგან გრძელბეწვიანობა გენეტიკურად რეცესიული ნიშანია, სკოტიშ-ფოლდების პოპულაციაში მოკლებეწვიანობის გენის მქონე ინდივიდების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, შემცირდა ნაყარში გრძელბეწვიანი ინდივიდების გამოჩენის ალბათობა. სკოტიშ-ფოლდები მრავალი შეფერილობისა და ნახატის ბეწვით გამოჰყავთ, თუმცა ზოგი ორგანიზაცია კოლორპოინტებს არ აღიარებს .
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?