ცისფერთვალა კატა
ცისფერთვალა კატა
კატის ეს ჯიში უნიკალურია იმით, რომ თვალის ფერის გამო გამოყავთ, რაზეც მისი სახელიც მიუთითებს.
ამჟამად ისინი ცოტანი არიან და მათი მომავალიც ძალზე გაურკვეველია. სამწუხაროდ, ყველა პოტენციური ჯიში წარმატებულად ვერ მრავლდება და სათანადო ადგილს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იმკვიდრებს.


მოკლე დახასიათება

ულამაზესი ფერის თვალებით გამოირჩევა
ძალზე იშვიათი ჯიშია
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
მეგობრული კატაა

ისტორია

ამ ჯიშს სხვანაირად  "ოხოს აზულეს" ჰქვია, რაც ესპანურად "ცისფერ თვალებს" ნიშნავს. ეს მისი ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, რითაც მან მომშენებლების ყურადღება მიიქცია. მათ პირველად ნახეს კატა,
რომელსაც მუქი ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ არც თეთრი იყო, არც კოლორპოინტი. ამ ჯიშის ყველა ინდივიდი,
მიუხედავად ბეწვის შეფერილობისა, ცისფერთვალაა, თუმცა უპირატესობა ღრმა, მუქ ცისფერს ენიჭება. ჯიშს სათავე კუსფერმა კატამ, სახელად კორნფლაუერმა (ღიღილომ) დაუდო, რომელიც 1984 წელს ნიუ მეხიკოში იპოვეს. ზოგიერთ ცისფერთვალა კატას,  მხოლოდ ერთი თვალი აქვს ცისფერი, მეორე შეიძლება ჰქონდეს მწვანე, ოქროსფერი ან სპილენძისფერი. ასეთ მოვლენას ჰეტეროქრომია ეწოდება.

ექსტერიერი

ჯიშის სტანდარტით დაუშვებელია თეთრი ინდივიდები, რადგან მათი გარჩევა ძნელია ჩვეულებრივი ცისფერთვალა თეთრი კატებისგან, რომლებიც ხშირად ყრუები არიან. უპირატესობა ენიჭება ფერადლაქებიან ბეწვს, განსაკუთრებით სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე, და ცისფერ თვალებს, რასაც დამოუკიდებელი დომინანტური გენი განაპირობებს. თვითონ ბეწვი მოკლე და აბრეშუმისებრია. ზოგადად მათი ექსტერიერი მოკლებეწვიანი ჯიშებისთვის დამახასიათებელი ჩასკვნილი და აღმოსავლური ჯიშების, მაგალითად, სიამურის, მოხდენილი ექსტერიერების შუალედური ფორმად ითვლება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?