კურილიური ბობტეილი
კურილიური ბობტეილი
ამ თავისებურ ჯიშს ეწოდა შორეული კურილიის კუნძულების სახელი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა.
ეს არქიპელაგი გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე კამჩატკის ნახევარკუნძულიდან (რუსეთი) იაპონიამდე. კურილიური ბობტეილის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს შეიტყო.

მოკლე დახასიათება

უაღრესად თავისებური ჯიშია
ბუნებრივ პირობებში განვითარდა
ჯერაც ნაკლებად ცნობილი კატაა
გვხვდება ორი სახის ბეწვით

ისტორია

კურილიის არქიპელაგი 56 კუნძულისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა უკაცრიელია. როდის მოხვდნენ იქ ამ კატის წინაპრები, უცნობია. შესაძლოა ისინი მეზღვაურებმა დატოვეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან კატები გემებზე ყოველთვის ჰყავდათ მღრღნელებთან საბრძოლველად. ბობტეილის დამახასიათებელი
ნიშნების მქონე ინდივიდები ნანახი და აღწერილია აზიაში ფართოდ გავრცელებული კატების პოპულაციებში. ისიც ცნობილია, რომ კურილიური
ბობტეილი იაპონურ ბობტეილს არ ენათესავება, რომელსაც, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტი მონაწილეობა უნდა მიეღო მისი გენეალოგიის ჩამოყალიბებაში. ყველაზე სავარუდოა, რომ კურილიური ბობტეილი კუნძულებზე ბუნებრივად, იზოლირებულ პირობებში, განვითარდა აზიის კონტინენტიდან შეყვანილი კატებისგან, რომლებიც არაერთი თაობის განმავლობაში იქაურ გარემოს თანდათან შეეჩვივნენ და დღეისთვის ძალიან თავისებურ ჯიშად ჩამოყალიბდნენ.

უნიკალური თვისებები

კურილიურ ბობტეილს დაწოლილი, საკმაოდ გრძელი და თბილი ბეწვი განუვითარდა, რაც რეგიონის მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. სტანდარტით დაშვებულია როგორც მოკლებეწვიანი, ისე ნახევრად გრძელბეწვიანი ფორმები, ოღონდ ამ უკანასკნელს ოდნავ გრძელი, დაახლოებით 13 სმ სიგრძის კუდი უნდა ჰქონდეს. მისი მალების რიცხვი განსაზღვრული არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ორი მაინც უნდა ჰქონდეს. კურილიური ბობტეილები ძალიან აქტიურები არიან და მონადირის ძლიერ ინსტინქტს ინარჩუნებენ _ საკმაოდ ოსტატურად შეუძლიათ თევზის დაჭერა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?