გერმანული რექსი
გერმანული რექსი
1930-იანი წლებიდან გერმანიაში რექსის რამდენიმე განსხვავებული მუტაცია აღირიცხა, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ძალზე ჰგავდა ინგლისში გამოყვანილ კორნიშ რექსს მეგობული ბუნების გერმანული რექსი გონიერი და თამაშის მოყვარული კატაა.



მოკლე დახასიათება

მოხეტიალე კატისგან განვითარდა
ბეწვის ტრადიციული შეფერილობაა შავი
ხავედოვანი ბეწვი აქვს
თითქმის გადაშენებული ჯიშია

ისტორია

1951 წელს ბერლინის ერთ-ერთი რაიონის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ექიმმა კუპრივით შავი კატა შენიშნა, რომელმაც, როგორც გაირკვა, ბინა იქ 1947 წლიდან
დაიდო. მისი წინაპარი კი ხვეულბეწვიანი კატა აღმოჩნდა, რომელიც აღმოსავლეთ პრუსიაში ცხოვრობდა. ექიმმა ეს კატა შინ წაიყვანა და მასზე ზრუნავდა. მანვე ხვეული ბეწვის გამო ლიმხენი დაარქვა, რაც გერმანულად ბატკანს ნიშნავს. შემდეგ ლიმხენმა
სამი კნუტი დაბადა _ ყველა ნორმალური ბეწვით; მაგრამ როდესაც მათგან ერთ-ერთი ხვადი ლიმხენთან შეაწყვილეს, ოთხი კნუტი დაიბადა, რომელთაგან ორს დედის მსგავსი ხვეული ბეწვი ჰქონდა. მისი მოშენება დაიწყეს... და ახალმა ჯიშმა დიდი ყურადღება მიიქცია 1960 წელს პარიზში ფელინოლოგიური კლუბის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, სადაც საჯაროდ პირველად აჩვენეს. სამწუხაროდ, ამ ინტერესმა დიდხანს არ გასტანა.

უფსკრულის პირას

ლიმხენის სიკვდილის დროისთვის გერმანული რექსი ძალზე იშვიათ ჯიშად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კნუტი დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს და კორნიშ რექსს შეაჯვარეს. 1990-იანი წლების დასასრულისთვის, რომ არა გერმანელი და სხვა ევროპელი მომშენებლების მონდომება, გერმანული რექსის ჯიში, ალბათ, საერთოდ გაქრებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ მუტაციის გამომწვევი რექს-გენი უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ, რადგან ასეთი ხვეულბეწვიანი კნუტები დღესაც დროდადრო ჩნდებიან გერმანიაში _ გაველურებული კატების პოპულაციებში, რაც მომშენებლებს ახალი აუტკროსების მოძიების იმედს აძლევს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?