ევროპული მოკლებეწვიანი კატა
ევროპული მოკლებეწვიანი კატა
მართალია, ეს ჯიში საგამოფენო სცენას შედარებით გვიან შეემატა, მაგრამ მისი წინაპარი ჩვეულებრივი შინაური კატები ევროპაში ათასწლეულის განმავლობაში არსებობდნენ.
ევროპული მოკლებეწვიანი კატები, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთგული, ალერსიანი ცხოველები არიან, რომელთაც მოსწონთ გარეთ ხეტიალი.
მოკლე დახასიათება

მისი გენეალოგია გაურკვეველია
ბეწვისთვის საკმარისია მცირე მოვლა
მეგობრული კატაა
უყვარს გარეთ ხეტიალი

ისტორია

მას მერე, რაც ევროპული მოკლებეწვიანის გასაუმჯობესებლად, სახელდობრ, ზომაში გასაზრდელად, ბრიტანული მოკლებეწვიანის გამოყენება დაიწყეს, ეს ორი ჯიში თანდათან ერთმანეთს დაემსგავსა. ამგვარი სელექციის შედეგად მიღებულ იქნა ბრიტანულივით ჯმუხი აღნაგობის ევროპული მოკლებეწვიანი კატები. მოგვიანებით ასეთი ტენდენცია
უარყვეს და ამ ორ ჯიშს შორის შეჯვარება აიკრძალა. ასეთმა სელექციამ კი ვერაფერი შეჰმატა ევროპული მოკლებეწვიანების
პოპულარობას. დღეს ისინი სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული არიან, მაგრამ საყოველთაო აღიარების მოსაპოვებლად ჯერაც იბრძვიან. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძალიან ჰგვანან ჩვეულებრივ უჯიშო კატებს, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია მრავალ სხვა ეგზოტიკურ ჯიშთან შედარების დროს.

მიმზიდველობა

ევროპული მოკლებეწვიანი კატები ამტანი ცხოველები არიან და სახლის გარემოს კარგად ეგუებიან. მუშა წინაპრებისგან მათ მემკვიდრეობით მიიღეს მონადირის ინსტინქტები, რასაც დღესაც შესანიშნავად იყენებენ ფრინველებისა თუ მღრღნელების ძებნის დროს. ისინი ბუნებით მეგობრულიები არიან _ კარგად ეგუებიან სხვა კატებსა და ძაღლებს. ჯიში ბეწვის შეფერილობისა და ნახატის ფართო სპექტრით გამოირჩევა. ბოლო დროს ზოგი მომშენებელი ევროპული მოკლებეწვიანი კოლორპოინტების გამოყვანას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მოკლებეწვიანი კოლორპოინტები უკვე არსებობენ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?