ამერიკული უხეშბეწვიანი კატა
ამერიკული უხეშბეწვიანი კატა
ეს კატები უნიკალური უხეში ბეწვით გამოირჩევიან, რაც მათ შეფერილობაზეც ახდენს გავლენას.
მათი უჩვეულო ბეწვი მოსავლელად ადვილია და განსაკუთრებული ზრუნვა არ სჭირდება, თუმცა მისი ტექსტურა ბევრს არ მოსწონს.



მოკლე დახასიათება

უნიკალური ტექსტურის ბეწვი აქვს
გულადი კატაა
გამოირჩევა დინჯი ხასიათით
მეგობრული ჯიშია

ისტორია

ამ ჯიშის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს კნუტი, რომელიც 1966 წელს ნიუ იორკის ჩრდილოეთ ნაწილში ერთ-ერთი ფერმის კატამ დაბადა. ეს უხეშბეწვიანი კნუტი და იმავე ნაყარის ერთი ძუ კატების ადგილობრივმა მომშენებელმა შეიძინა, რომელმაც უხეშბეწვიანი ჯიშის გამოყვანა განიზრახა. ის მალე მიხვდა, რომ უხეშბეწვიანობა
დომინანტური ნიშანი იყო, რაც ასეთი კატების გამრავლებას აადვილებდა. სხვა სიტყვებით, როდესაც ამ ტიპის კატა ნორმალური
ბეწვის მქონეს ეჯვარება, პირველი თაობის ნაყარის გარკვეული ნაწილი უხეშბეწვიანი კნუტები იქნება. დღეს ეს ჯიში უფრო გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ყოველწლიურად მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა რეგისტრირდება, სხვაგან კი თითქმის არ იცნობენ.

ბეწვის ტიპი

ბეწვის ბალანი ნორმალური სისქის არ არის – შედარებით წვრილია, დატეხილი ან დაკლაკნილი, ხშირად ხვეულია ულვაშებიც. კნუტს ზრდასთან ერთად შეიძლება ბეწვი შესამჩნევად შეეცვალოს. თუ თავიდან ხშირი და მკვრივი ბეწვი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სასურველ თვისებას სქესობრივი მომწიფების შემდეგაც შეინარჩუნებს; და პირიქით, ნაკლებად მიმზიდველი ბეწვი ზოგჯერ კნუტის ასაკის მატებასთან ერთად ლამაზდება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?