გრძელბეწვიანი ამერიკული კერლი
გრძელბეწვიანი ამერიკული კერლი

დახვეული ყურების გამო ამ კატას საკმაოდ უჩვეულო გარეგნობა აქვს, თუმცა ადვილად მოსავლელი ცხოველია.

ასეთი გარეგნობისთვის მათ არავინ იწუნებს, რადგან შესანიშნავი კომპანიონები, მომთმენი, მშვიდი და დამჯერები არიან.



მოკლე დახასიათება

სრულიად უნიკალური გარეგნობა აქვს
მშვიდი, დინჯი ხასიათისაა
ჯიშისთვის დამახასიათებელია შეფერილობათა ფართო სპექტრი
ბეწვი ადვილი მოსავლელია

ისტორია

1981 წელს კალიფორნიელმა ჯო რუგამ და მისმა ცოლმა გრეისმა თავიანთი სახლის მახლობლად ორი მაწანწალა კნუტი იპოვეს. "სტუმრებს" საჭმელი შესთავაზეს და ერთ-ერთი მათგანი მალევე შეეჩვია. ის შავი ფერის იყო, გრძელი აბრეშუმივით ბეწვი და ბოლოებში დახვეული ყურები ჰქონდა.
წყვილმა მას სულამითი დაარქვა, რაც "მშვიდობიანს" ნიშნავს. მან ოთხი კნუტი დაბადა, რომელთაგან ორს ისეთივე დახვეული
ყურები ჰქონდა, რაც ადასტურებდა, რომ ეს იყო დომინანტური მუტაცია. მაშასადამე, დახვეულყურებიანი და ჩვეულებრივი კატების შეჯვარებით მიღებულ თაობაში კნუტების გარკვეულ ნაწილსაც აგრეთვე დახვეული ყურები ექნება, რაც აიოლებს ამ ნიშნის შემდგომ გაძლიერებას.

მოვლ

ამ კატებს შედარებით მინიმალური მოვლა ესაჭიროებათ. გრძელბეწვიან ფორმას ძალიან თხელი თივთიკი აქვს, ამიტომ მისი აბრეშუმისებრი და სრიალა ბეწვი დაწოლილია. სელექციის პროცესში კერლს ყურის წვერები იმდენად დაეხვია, რომ ზოგჯერ თავის ქალასაც კი ეხება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?