ამერიკული მოკლებეწვიანი კატა
ამერიკული მოკლებეწვიანი კატა
ამ ჯიშს თავიდან შინაური მოკლებეწვიანი კატა ეწოდებოდა. მისი არსებობის პირველ ხანებში ამ კატეგორიაში უჯიშო კატების დარეგისტრირებაც კი შეიძლებოდა. ამან შექმნა ფართო გენოფონდი, რამაც ბეწვის მრავალი შეფერილობისა და ნახატი განავითარა.



მოკლე დახასიათება

მეგობრული კატაა
მისი ბევრი ფორმა არსებობს
უყვარს თამაში
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს

ისტორია

1965 წელს ჯიშს სახელი შეეცვალა და ამერიკული მოკლებეწვიანი გახდა _ ბრიტანული მოკლებეწვიანის  და ევროპული მოკლებეწვიანის მსგავსად, მის სახელსაც წარმომავლობის აღმნიშვნელი სიტყვა დაემატა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯიშმა სამშობლოს ფარგლებს გარეთ პოპულარობა ვერ მოიპოვა, ალბათ იმიტომ, რომ მოკლებეწვიანი
კატების ჯგუფის ინდივიდები, სადაც უნდა ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ჰგვანან და ყველა უჯიშო კატებისგან არის წარმოშობილი. სამაგიეროდ,
ამერიკულ მოკლებეწვიანს ძლიერი მხარდამჭერები გამოუჩნდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი პოპულარობით სარგებლობს გამოფენების მომწყობთა და შინაური ცხოველების მოყვარულთა შორის. ირონიულად ჟღერს, მაგრამ ამ ჯიშის წარმომადგენლებად აღიარებული პირველი კნუტების მშობელი ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა იყო. დღეს ამერიკული მოკლებეწვიანი კატები თავიანთ ბრიტანელ თანამოძმეებთან შედარებით უფრო დიდები იზრდებიან.

შეფერილობა და ნახატი

სტანდარტით ამ ჯიშის პრაქტიკულად ყველა შეფერილობა და ნახატია დაშვებული, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, რაც დამოკიდებულია სარეგისტრაციო დაწესებულებებზე. საყოველთაოდ მიღებულია კლასიკური (მარმარილო) და ზოლებიანი (ვეფხვისებრი) ტაბი, ხოლო ტიკირებულ და ლაქებიან ფორმებს ყველგან არ აღიარებენ. აშშ-ში ჯიშის ტრადიციულ ნახატად კლასიკური ტაბი ითვლება, როგორიც ადრე გავრცელებული მოკლებეწვიანი კატების უდიდეს უმრავლესობას ჰქონდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?