სერენგეტი
სერენგეტი
ამ ჯიშს აფრიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს სახელი კი იმიტომ დაერქვა, რომ ძალიან ჰგავს სერვალს, რომლებიც მრავლად ბინადრობენ სერენგეტის ველზე.
აღსანიშნავია, რომ სერენგეტი და სავანა სრულიად განსხვავებული სელექციური პროგრამებით არიან გამოყვანილი.


მოკლე დახასიათება

შინაური კატის ჯიშია
გარეულ კატას ჰგავს
გამოირჩევა ლამაზად მოხატული ბეწვით
კარგად ეგუება სახლის გარემოს

ისტორია

სერენგეტის გამოყვანა კინგსმარკის (კალიფორნია) კატების საშენის მეპატრონე კარენ საუზმენმა ჩაიფიქრა. მომშენებელმა გარეული და შინაური კატების ჰიბრიდიზაციაზე უარი თქვა და სხვა გზა აირჩია: ბენგალი და აღმოსავლური კატა შეაჯვარა. ამგვარად ახალგაზრდა კატებში თავიდან აიცილა
ნაყოფიერებასა და ტემპერამენტთან დაკავშირებული გართულებები, რაც გარეულ კატებთან ჰიბრიდიზაციას ახლავს. სერენგეტის წინაპარი ჯიშები ფართოდ არიან
გავრცელებული, ამიტომ მსგავსი სელექციური პროგრამები სხვა ქვეყნების, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ენთუზიასტებმაც დაიწყეს. გამოფენებზე უკვე დაშვებულია სერენგეტის რამდენიმე ფორმა, სახელდობრ: მურალაქებიანი ტაბი, შავი სოლიდი, მოვერცხლისფრო შავი და კვამლისფერი შავი.

მომავალი

დიდ ბრიტანელ მომშენებლებსაც გამოჰყავთ ბენგალის ერთ-ერთი ფორმის მსგავსი სერენგეტი – ლაქებით ქათქათა თეთრ ფონზე. მართალია, ამ განვითარებადი ჯიშის - სერენგეტის ხვადები ძუებზე დიდები არიან, მაგრამ ისინი სავანას წონის ნახევარსაც ვერ აღწევენ, ამიტომ მათი მოვლა გაცილებით ადვილია. ზოგადად, სერენგეტის ექსტერიერი აღმოსავლურმა კატამ განაპირობა, ბეწვის ნახატი კი უფრო ბენგალის გავლენის შედეგია. ტემპერამენტის მხრივ სერენგეტი მშვიდი, აქტიური და თამაშის მოყვარულია. სახლის გარემოში თავს კარგად გრძნობს და მშვენივრად ეგუება ძაღლებს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?