სავანა
სავანა
დღეს მსოფლიოში ეს ჯიში უდიდეს შინაურ კატად ითვლება. მისი ზომები ნათლად ადასტურებს, რომ წინაპრად სერვალი ჰყავდა.
სავანა ისეთი ჯიშია, რომლის შეძენამდე აუცილებელია სერიოზული დაფიქრება, თუნდაც მარტო მისი ზომების გამო.


მოკლე დახასიათება

ლამაზი გარეგნობა აქვს
გამოირჩევა ბეწვის თავისებური ნახატით
დიდი ჰიბრიდული ჯიშია
კრუტუნებს, ბრდღვინავს და კიდევ სისინებს

ისტორია

სავანა პირველად 1986 წელს ბენგალების მომშენებელმა ჯუდი ფრენკმა გამოიყვანა. მან ხვადი სერვალი ((Leptailurus serval) წარმატებით შეაჯვარა სიამურ ძუსთან. ამ ტიპის ნაჯვარები ხშირად დროზე ადრე იბადებიან; აღსანიშნავია, რომ თვითონ სერვალის მაკეობა შინაურ კატასთან შედარებით
ათი დღით მეტხანს გრძელდება. მაშინაც კი, როცა ნორმალური კნუტები იბადებიან, პირველი თაობის (F1) ხვადები უნაყოფონი
არიან; ისინიც და ძუებიც გარეული კატის ძლიერ ინსტინქტებს ავლენენ, რაც მუშაობას ართულებს. სავანას ტემპერამენტის გასაუმჯობესებლად მათ რამდენიმე თაობის განმავლობაში შინაურ კატებთან აჯვარებენ. მეოთხე თაობის (F4) ინდივიდები უკვე საკმაოდ თვინიერები და დამჯერები არიან.

განვითარებადი ჯიში

ხვადი სავანა განაყოფიერების უნარს მხოლოდ რამდენიმე თაობის მერე იძენს. გამოფენაზე მესამე თაობის (F3) როგორც ხვადი, ისე ძუ კატები დაიშვებიან. მომშენებელთა ამოცანაა, შეინარჩუნონ სერვალის ლამაზი გარეგნობის ძირითადი მახასიათებლები: გრძელი კისერი, ფეხები, და მოკლე, ლამაზად მოხატული ბეწვი; იმავდროულად მათგან მეგობრული ბუნების შინაური ცხოველები გამოიყვანონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კატების ადრეული ასაკიდანვე სოციალიზაცია. ზრდასრული სავანას წონა 8.2-13.6 კგ უნდა იყოს, ამასთან ხვადი ძუზე მძიმეა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?