ოციქეთი
ოციქეთი
ოციქეთი, როგორც ჯიში, შემთხვევით გაჩნდა, მაგრამ შემდეგ ძალზე პოპულარული გახდა როგორც შინაური ცხოველი არა მხოლოდ მოხდენილი გარეგნობის, არამედ მიმზიდველი, ხალისიანი ბუნების გამოც.

მოკლე დახასიათება

აქვს ლაქებიანი ექსტერიერი
შინაური კატებისგან გამოიყვანეს
ჯიში ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
ერთგული კომპანიონია

ისტორია

მიჩიგანელი მომშენებელი ვირჯინია დეილი ისეთი სიამური კატის გამოყვანას ცდილობდა, რომელსაც აბისინიურის შეფერილობის მსგავსი პოინტები (სხეულის პერიფერიული ნაწილები) ექნებოდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტული შეჯვარების შედეგად დაბადებულ კნუტს ლაქებიანი ბეწვი ჰქონდა და ოცელოტს (Leopardus partialis) ჰგავდა, ამიტომაც ოციქეთი დაერქვა. შემდეგ მას ახალმა პატრონმა კასტრაცია გაუკეთა.
მომშენებელმა კი მისი მშობლები ისევ შეაწყვილა, რადგან აინტერესებდა, ასეთი კატა კიდევ ხომ არ გაჩნდებოდა. საბედნიეროდ,
შედეგი წარმატებული აღმოჩნდა და ჯიშის განვითარებაც დაიწყო. მაგრამ გამოფენებზე ოციქეთი მხოლოდ 1986 წელს, 20 წლის შემდეგ, დაუშვეს. მოგვიანებით ევროპაშიც დაიწყო მსგავსი სელექციური პროგრამა, რის შედეგადაც ოციქეთის ცალკე ხაზი განვითარდა.

ექსტერიერი

ეს კატები შედარებით დიდი ზომის და კარგი აღნაგობისანი არიან განვითარებული მუსკულატურით. ხვადი ოციქეთი ძუზე დიდია. სტანდარტით დაშვებულია სამი შეფერილობა: შოკოლადისფერი, ცინამონი და ტაუნი; და მათი ბაცი ვარიანტები: ცისფერი, ლილისფერი და ფავნი. ბაცი შეფერილობების შემთხვევაში ნაკლებად იკვეთება ლაქებიანი ნახატი. აგრეთვე არსებობენ მოვერცხლისფრო ცისფერი, ლილისფერი და ფავნი თეთრ ფონზე, რომელზეც ნახატი კარგად ჩანს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?