ჩაუსი
ჩაუსი
ამ კატების ზომა საოცრად ცვალებადია და დამოკიდებულია მათ წარმოშობაზე.
ჩაუსები თანდათან პოპულარობას იხვეჭენ. მართალია, წყნარი კატები არიან, მაგრამ ყურადღებას ითხოვენ. ბუნებით გონიერი ცხოველები კარგად დაცოცავენ, დარბიან და ოსტატურად ნადირობენ.


მოკლე დახასიათება

დიდი ზომის ჯიშია
სქესობრივად გვიან მწიფდება
სტანდარტით დაშვებულია სამი სახესხვაობა
ათლეტური კატაა

ისტორია

ჩაუსის წარმოშობის სათავეები 1960-იანი წლებით თარიღდება, მაგრამ ამ ჯიშმა ყურადღება მხოლოდ უკანასკნელ წლებში მიიქცია, რისი მიზეზიც ბენგალის მზარდი პოპულარობა გახდა. მომშენებელთა თავდაპირველი მიზანი ჯიშის გამოყვანა იყო, რომელიც გარეგნობით ლელიანის კატას (Felis chaus) დაემსგავსებოდა, მაგრამ შინაური კატის
მშვიდი და მეგობრული ხასიათი ექნებოდა. ლელიანის კატა ფართოდ არის გავრცელებული თურქეთიდან აღმოსავლეთით მალაიზიამდე, აგრეთვე ეგვიპტეში.
იგი კატის გვარის (Felis) უდიდეს სახეობად განიხილება, მაგრამ მისი ზომებიც და შეფერილობაც მნიშვნელოვნად ცვალებადია. თავად ჩაუსიც, რომლის წონა 6.8-13.6 კგ-ის ფარგლებში მერყეობს, ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს.

განვითარება

ჩაუსის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აბისინიურმა ჯიშმა, რომლისგანაც მემკვიდრეობით მიიღო ტიკირებული ბეწვი. არსებობენ მთლიანად შავი ფერის ეგზემპლარები, გვხვდება ე.წ. ჭაღარა შავი ტაბიც (მუქი ფერის ბეწვის თითოეულ ბალანს შუაში თეთრი ზოლი აქვს). ეს ნახატი დამახასიათებელია მხოლოდ ჩაუსისთვის, რომელმაც იგი ლელიანის კატისგან მემკვიდრეობით მიიღო. ჩაუსის ჯიშის კატები ძალიან აქტიურები არიან და მათი ყოლა მიზანშეწონილია მხოლოდ იქ, სადაც სავარჯიშო ფართობი ექნებათ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?