კატის ჯიში- კალიფორნიული ვარსკვლავი
კატის ჯიში- კალიფორნიული ვარსკვლავი
მომშენებელთა ჩანაფიქრით, კალიფორნიული ვარსკვლავი ერთგვარი სიმბოლო უნდა ყოფილიყო,
რომელიც ადამიანებს მსოფლიოში არსებული გარეული კატების პოპულაციების მძიმე მდგომარეობას შეახსენებდა.


მოკლე დახასიათება

მცირე ზომის გარეული კატაა
დამახასიათებელი გარეგნობა აქვს
მეგობრული და თამაშის მოყვარულია
იშვიათი ჯიშია

ისტორია

კალიფორნიული ვარსკვლავის გამოყვანის იდეა ჰოლივუდის სცენარისტ პოლ კეისის 1971 წელს აფრიკაში ცნობილი ოლდუვაის ხეობის დათვალიერების დროს დაებადა, როცა შეიტყო, რომ ბრაკონიერებმა იმ რეგიონში ერთ-ერთი უკანასკნელი ლეოპარდი მოკლეს. მისი ჩანაფიქრით, ჯიშს არა მხოლოდ გარეული კატის გარეგნობა, არამედ მსგავსი მოძრაობებიც უნდა ჰქონოდა. მან შეიმუშავა კომპლექსური და მრავალწლიანი სელექციური
პროგრამა, რომლის განსახორციელებლად გამოიყენა აბისინიური, სიამური სილპოინტი, მენქსი და ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიშები, აგრეთვე ქუჩის კატები
მალაიზიიდან და ეგვიპტიდან – ერთი სიტყვით, სხვადასხვა წმინდა ჯიშისა და უჯიშო კატები მთელი მსოფლიოდან. მომშენებელმა ამ ახალი ჯიშის ფართო რეკლამირებისთვისაც იზრუნა _ მისი ფოტოსურათი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო კატალოგის ყდაზე აღმოჩნდა. პოლმა კიდევ ერთი მომგებიანი სვლა გააკეთა: მან თავის ყველა კატას აბორიგენ ინდიელთა ტომების სახელები დაარქვა, რითაც მათი წარმოშობის შესახებ ინტერესი უფრო გააღვივა.

ფერები

კალიფორნიული ვარსკვლავისთვის დამახასიათებელია ბეწვის ფერთა ფართო სპექტრი: ბრინჯაოსფერი, ოქროსფერი, ცისფერი, წითური ან ვერცხლისფერი ფონი, რომელზეც მკვეთრად ჩანს ლაქებიანი ნახატი. აშშ-ის გარეთ კალიფორნიული ვარსკვლავის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გაიყვანეს საექსპორტოდ; ხოლო 2007 წელს, პოლ კეისის გარდაცვალების შემდეგ, მათი რიცხვი იმდენად შემცირდა, რომ ჯიში გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?