ბენგალი
ბენგალი
ჰიბრიდული კატების ჯგუფიდან ეს ყველაზე ცნობილი ჯიშია, რომელიც უკანასკნელ წლებში ძალიან პოპულარული გახდა საოცარი და სრულიად გამორჩეული გარეგნობის გამო.
ბენგალები ათლეტური აღნაგობისა და მეგობრული ბუნების კატები არიან.

მოკლე დახასიათება
ბეწვი ულამაზესი ნახატით გამოირჩევა
თოვლა ბენგალები თეთრები იბადებიან
მოსწონს ბანაობა
ატლასივით სრიალა ბეწვი აქვს

ისტორია

1963 წელს გენეტიკოსმა ჯინ საგდენმა ბენგალიური კატა (Felis bengalensis)) შინაურ კატასთან შეაჯვარა, რისი მიზანიც ახალი ჯიშის გამოყვანა კი არ იყო, არამედ კატის ლეიკემიის ვირუსის (FeLV) შესწავლა; მაგრ
ამ გარემოებებმა ხელი შეუშალეს მისთვის საინტერესო კვლევის გაგრძელებაში. შემდეგ ზოგიერთი ამ ჰიბრიდით ჯინ საგდენი (ქორწინების მერე ჯინ მილი) თავად დაინტერესდა და სელექციური პროგრამა დაიწყო, რომლის
დროსაც ამ ჰიბრიდებს შინაურ კატებთან, მათ შორის ეგვიპტურ მაუსთან და უჯიშო მოკლებეწვიანებთან აჯვარებდა. შედეგად კი თაობიდან თაობამდე სულ უფრო თვინიერ და მეგობრულ, მაგრამ გარეგნულად ისეთივე ულამაზეს კატებს იღებდა.

შეფერილობა და ნახატი

ბენგალის ბეწვის ნახატია როგორც ლაქებიანი, ისე კლასიკური ტაბი, მაგრამ უფრო გავრცელებულია ლაქებიანი ნახატი, რომლის ზოლები ან ლაქები მკვეთრად უნდა ჩანდეს და ბრწყინავდეს. ბენგალის კლასიკური, ანუ მარმარილოსებური ნახატი ძალიან თავისებურია და ჩვეულებრივ კლასიკურ ტაბის არ ჰგავს. სტანდარტით დაშვებულია მუქი ნახატი და ორი ძირითადი ფერის ფონი: მურა (რუხი ტონებიდან მუქ წითლამდე) და თეთრი. თეთრ კატებს ცისფერი ან სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?