აშერა
აშერა
აშერა ამჟამად ერთ-ერთ უახლეს ჰიბრიდულ ჯიშად ითვლება, ამიტომაც ძალიან იშვიათია.
გარდა ამისა, განსაკუთრებული დავის საგნად იქცა მისი წარმოშობის საკითხი. სამაგიეროდ, არავინ კამათობს ამ კატის ულამაზეს ნახატსა და შედარებით დიდ ზომაზე _ ეს ყველასთვის მისაღებია.


მოკლე დახასათება

ბევრი ჯიშად არ აღიარებს
ძალზე დიდი ზომისაა
საოცრად ძვირად ღირებული ცხოველია
წარმოშობა დაზუსტებული არ არის

ისტორია

აშერა, როგორც ცნობილია, აფრიკული სერვალისა (Leptailurus serval) და ბენგალიური კატის (Felis bengalensis)) ნაჯვარების ჩვეულებრივ შინაურ კატასთან შეწყვილების შედეგად გაჩნდა. აშერებს თავიდან დელავერის ბიოტექნოლოგიური კომპანია ყიდდა, რომლის მიზანიც, თავისივე
განცხადებით, ჰიპოალერგენული კატების გამოყვანა იყო. მაგრამ სავანური კატების ერთ-ერთმა პენსილვანიელმა სელექციონერმა ამის თაობაზე პროტესტი განაცხადა.
მისი მტკიცებით, ამ კომპანიის მიერ ჰოლანდიაში გაგზავნილი რამდენიმე აშერა უბრალო სავანას  ნაჯვარების პირველი თაობა იყო, რომელიც ამ სელექციონერთან შეთანხმების გარეშე გაყიდეს. კნუტებს ჰოლანდიაში ჩაყვანის შემდეგ დნმ-ტესტი ჩაუტარეს, რითაც დადასტურდა, რომ ისინი სავანურისა და ეგვიპტური მაუს  ნაჯვარები იყვნენ.

რეალური შემოწმება

თავად სავანა სერვალიდან გამოიყვანეს, ასე რომ, აშერასა და მისი გარეგნული მსგავსება ბუნებრივია. ჰოლანდიის შემთხვევამ თავდაპირველ სელექციურ პროგრამას ხელი ვერ შეუშალა, მაგრამ სერიოზული კითხვები გააჩინა აშერას, როგორც ჯიშის, ნამდვილობის შესახებ; სადავო საკითხად იქცა _ მონაწილეობდა თუ არა მის ჩამოყალიბებაში ბენგალიური კატა. საქმე ის არის, რომ აშერას ჯიშის კატების ფასი ათიათასობით დოლარს აღწევს, რაც ძალიან იზიდავს უამრავ არაკეთილსინდისიერ მომშენებელს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?