ტონკინური კატა
ტონკინური კატა

ამ ჯიშის კატები კოლორპოინტები არიან, რაც სიამურთან მათ ნათესაობას ადასტურებს. ისინი ერთმანეთს ჰგვანან ტემპერამენტითაც. ბუნებით ექსტრავერტი ტონკინური კატა ხალისიანი, ხმაურიანი ჯიშია, ითხოვს ადამიანის ყურადღებას და ძალიან ეჩვევა ოჯახის წევრებს.

მოკლე დახასიათება

ხალისიანი, თამაშის მოყვარული კატაა
მოსწონს ადამიანის საზოგადოება
აქტიური ცხოველია
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს

ისტორია

ჯიშთან მიმართებაში ტერმინი `სუფთა ხაზი" ნიშნავს, რომ კნუტები მშობლებს უნდა ჰგავდნენ. მაგრამ ტონკინური კატის შემთხვევაში საქმე პირიქით არის. მის ნაყარში ტონკინურთან ერთად დიდი ალბათობით სიამური და ბურმანული ტიპის კნუტებიც გვხვდებიან. ამ საკითხზე მას მერე დავობენ,
რაც ასეთი კატები დასავლეთში პირველად ნახეს. ზოგიერთი მოსაზრებით, პირველი აღრიცხული შოკოლადისფერი სიამური, რომელიც, ფაქტების თანახმად,
ევროპაში 1880-იან წლებში ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, ბურმა იყო. ხოლო ვონგ მაუსთან დაკავშირებული სელექციური ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ ის ტონკინური კატა იყო და არა სუფთა ჯიშის ბურმა. შემდეგ სელექციონერებმა ყურადღება გაამახვილეს ყველაზე მუქი ვარიანტის, ანუ ბურმას მოშენებაზე. ასე რომ, ტონკინურის ნიშნები თანდათან დაიკარგა.

სელექცია

მოგვიანებით კანადაში ტონკინური კატები ხელახლა მოაშენეს ბურმანულისა და სიამურის შეჯვარებით, მაგრამ ტონკინური ჯერაც სადავო ჯიშად რჩება. მის თავისებურ შეფერილობას მინკი (წაულა) ეწოდება. ტონკინურის ტანის ბეწვის ფერი სიამურთან შედარებით უფრო მუქია და რბილად გადადის პოინტების ფერში. ტონკინური კატების შეფერილობა ასაკთან ერთად თანდათან მუქდება. ტემპერამენტის თვალსაზრისით, ტონკინური კატები სიამურებთან შედარებით ნაკლებად ჭირვეულები, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანები არიან.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?