პიქსიბობი
პიქსიბობი
ეს კატები უაღრესად ინდივიდუალურები არიან, რასაც მათი დამოუკიდებელი ხასიათი და გარეული კატისთვის დამახასიათებელი ექსტერიერიც ადასტურებს.
პიქსიბობი თავისუფლად მოხეტიალე კატებისგან წარმოიშვა, ამიტომაც ვერ იტანს სახლში გამუდმებით გამოკეტვას.

მოკლე დახასიათება

გამოირჩევა თავისებური ექსტერიერით
უაღრესად ენერგიული ჯიშია
მეგობრულია
ძლიერი მონადირის ინსტინქტები აქვს

ისტორია

აშშ-ში, სოფლის რეგიონებში, რაღაც პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე მოხეტიალე ან ზოგჯერ გაველურებულ უკუდო კატებს ხედავდნენ. ზოგი მიიჩნევდა, რომ ისინი ჩვეულებრივი კატები იყვნენ, რომლებმაც კუდი რაღაც ტრავმის და არა მუტაციის გამო დაკარგეს. შემდგომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი ნამდვილი ჰიბრიდები იყვნენ, რომლებიც ფერმის
ან მოხეტიალე კატებისა და წითური ფოცხვერის (Lყნხ რუფუს) შეწყვილების შედეგად გაჩნდნენ. ამჟამად ეს მოსაზრება უარყოფილია
დნმ-ის ტესტის საფუძველზე, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მას ჯერაც ჰყავს მხარდამჭერები. პიქსიბობი, როგორც ჯიში, 1985 წელს წარმოიშვა, როდესაც მომშენებელმა, სახელად კეროლ ენ ბრევერმა, ორი ასეთი მოხეტიალე კნუტი იპოვა და შემდგომ მათგან მოკლეკუდიანი კატა გამოიყვანა, რომელსაც პიქსი დაარქვა.

ჯიშის მომავალი

პიქსის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ჯიშს, რომელიც ჩრდილო ამერიკის გარეთ დღესაც იშვიათია, მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს ევროპაში შეიყვანეს. პიქსიბობის ბეწვის შეფერილობა და ნახატია ყავისფერი ტაბი, რადგან აუტკროსებად უჯიშო კატები გამოიყენეს, რომელთათვისაც დამახასიათებელია მსგავსი ბეწვი. პიქსიბობის ჩამოყალიბებაში მონაწილე კატებიდან ბევრი მოხეტიალე იყო. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია ურთიერთობა გაბმული წრიპინის მსგავსი სიგნალებით და არა კნავილით.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?