აღმოსავლური ჯიშის კატა
აღმოსავლური ჯიშის კატა

აღმოსავლური უამრავ სახესხვაობას აერთიანებს _ გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა რომელიმე ჯიში. შესაბამისად, არჩევანიც გაცილებით ფართოა. თეორიულად შესაძლებელი ზოგიერთი სახესხვაობა ჯერაც არ გამოუყვანიათ. აღმოსავლურები მოუსვენარი, ხმაურიანი და ხალისიანი კატები არიან. 
მოკლე დახასიათება

ალერსიანი ცხოველია
ითხოვს ყურადღებას
ხალისიანი და თამაშის მოყვარულია
ჯიშისთვის დამახასიათებელია სახესხვაობათა მრავალფეროვნება

ისტორია

XX საუკუნის მიჯნაზე, სიამური ჯიშის ჩამოყალიბების პირველ ხანებში, არსებობდნენ როგორც კოლორპოინტი, ისე სოლიდი კატები სიამური კატები. 1920-იანი წლებისთვის, როდესაც გამოცხადდა, რომ სტანდარტით მხოლოდ ცისფერთვალა სიამური კატები იყო დაშვებული, სოლიდები თითქმის გაქრნენ. აღმოსავლურები სწორედ იმ დაკარგული ხაზის
აღდგენილ ფორმებს წარმოადგენენ, მაშასადამე, გარეგნობით სიამურ ტიპს ჰგვანან, მაგრამ კოლორპოინტები არ არიან. მათი აღორძინების პროგრამა,
რომელიც 1950-იან წლებში დაიწყო, დღეს საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს. აღმოსავლური კატები სიამურებს ძალზე ჰგვანან ტემპერამენტითაც, რაც სრულიად ბუნებრივია. ისინი ძალიან აქტიურები არიან, კარგად დაცოცავენ და თავნება ხასიათი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, მათთვის საქმით დაკავებულ ოჯახშიც კი იცლიან. აღმოსავლურები ინსტინქტურად ექსტრავერტები არიან, რასაც მათი ხალისანი, თამაშის მოყვარული ბუნებაც ადასტურებს.

შეფერილობა

თავიდან, პირველ ხანებში, ერთი შეფერილობის (სოლიდი) აღმოსავლურები მრავლად იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ უამრავი შეფერილობის აღმოსავლური ფორმა გამოიყვანეს: კუსფერი და ტაბი, რომელსაც მოკლე და სრიალა ბეწვის გამო ნახატი შესანიშნავად ეტყობა; აგრეთვე კვამლისფერი, დაჩრდილული და ტიპირებული. ასევე შედარებით გვიან განვითარდნენ ბიკოლორები_ რომელებმაც ჩრდილოეთ ამერიკაში აღიარებას უკვე მიაღწიეს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?