ეგვიპტური მაუ
ეგვიპტური მაუ

ამ ჯიშს გრძელი ისტორია აქვს. ზოგიერთი მოსაზრებით, მისი წინაპრები უშუალოდ ძველი ეგვიპტის კატები იყვნენ. დღეს ეგვიპტური მაუ შედარებით იშვიათი ჯიშია, განსაკუთრებით ევროპაში, შედარებით უკეთ ჩრდილოეთ ამერიკაში იცნობენ.




მოკლე დახასიათება

სავარაუდოდ, გადარჩენილი უძველესი ჯიშია
ბეწვის ნახატია ლაქებიანი ტაბი
გვხვდება სამი სახესხვაობა
ბეწვის მუქი ნიშნები განაწილებულია თავისუფლად

ისტორია

თანამედროვე ეგვიპტური მაუს წინაპრები რუსმა ემიგრანტმა ნატალია ტრუბეცკაიამ კაიროს (ეგვიპტე) ქუჩებში აღმოაჩინა. ამ ჯიშთან დაკავშირებულია სამი ტრადიციული ფერი: ვერცხლისფერი ბრინჯაოსფერი, რომელიც სინამდვილეში სპილენძისფერია მუქი ნიშნებით და კვამლისფერი. ფაქტობრივად, ეგვიპტური მაუ ერთადერთი კატაა, რომლის ბეწვის
ლაქებს კვამლისფერი ბალანი (თითოეული ბალნის სიგრძის ნახევარი შეღებილია მუქად) ქმნის და ეს შეფერილობა დაშვებულია სტანდარტით.
ხანდახან ეგვიპტური მაუს ნაყარში ჩნდებიან კნუტები, რომელთა ბეწვის ნახატი კლასიკური (მარმარილო) ტაბია, მაგრამ ისინი გამოფენებისთვის არ გამოდგებიან.

ოინები

ეგვიპტურ მაუს აქტიურობით ცოტა კატა თუ შეედრება. ისინი ძალიან ეთვისებიან პატრონებს და, როგორც წესი, კნუტობიდანვე თამაშზე უარს არასოდეს ამბობენ, ზოგჯერ კი რეტრივრებივით იქცევიან. მათ საოცრად სწრაფი რეფლექსები აქვთ. ამ ჯიშის წევრები შესანიშნავად ეწყობიან ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ; პატრონს აკვირდებიან და მის ზოგიერთ ქცევას იმეორებენ კიდეც. ამიტომ შეიძლება სახლში კარადის კარის და მაგიდის უჯრების გაღებას დაეჩვიონ. განსაკუთრებით მაცივარს მოარიდეთ – არ დაინახოს, რომ საკვებს იქიდან იღებთ და აძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მაცივრის კარს ღიას დატოვებთ და გვერდზე თუნდაც რამდენიმე წუთით მიბრუნდებით, ის თვითონ დაიწყებს იქიდან ჭამას!

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?