დევონ რექსი
დევონ რექსი

ეს განსაკუთრებული ჯიში მოულოდნელად გაჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, თუმცა მაშინვე აღიარეს სრულიად განსხვავებულ მუტაციად. კორნიშ რექსის და დევონ რექსის ჯიშები ერთმანეთს ტემპერამენტით ჰგვანან _ ორივე მოუსვენარი და ცელქია.





მოკლე დახასიათება

დამახასიათებელი გამომეტყველება აქვს
უაღრესად გონიერი ჯიშია
დახელოვნებული მცოცავია
ხალისიანი და აქტიური კომპანიონია

ისტორია

დევონ რექსის წარმოშობა უცნაურ, ხვეულბეწვიან მოხეტიალე ხვადს უკავშირდება, რომელიც 1960 წელს დევონშირის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ბეკფასტლეიში (დიდი ბრიტანეთი) ადგილობრივ კატასთან შეაწყვილეს. ზრდასრული ხვადის დაჭერის ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, სამაგიეროდ მის შვილს, სახელად კირლს, მამის განსაკუთრებული გენები გამოჰყვა. დევონ რექსს
მისი მოუსვენარი, თამაშის მოყვარული ბუნების გამო ზოგჯერ კატა-ელფს უწოდებენ. ეს ჯიში ზოგჯერ ძაღლივით უფრო იქცევა,
ვიდრე კატასავით, რადგან საოცრად კარგად იწვრთნება . ზოგი ახალგაზრდა დევონ რექსი სწავლობს ბრძანებაზე დაჯდომას, პატრონის გვერდით საბელით სეირნობას, ასევე ნივთების მოტანას და დაძახებაზე მოსვლას.

გარემოს შესწავლა

ბუნებით ხალისიან და მომხიბლავ დევონ რექსებს შესანიშნავად გამოსდით ხტუნვა და ცოცვა, ხშირად ძილს მიწაზე ამჯობინებენ. დევონ რექსს ძალიან სიამოვნებს გამათბობელის სიახლოვეს გაბმულ ჰამაკში ძილი . ასე უკეთ ინახავს სხეულის სითბოს ზამთრის ცივ დღეებში, რადგან თხელი ბეწვი უამინდობის დროს ნაკლებად იცავს. ისინი თამაშის სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ, მოსწონთ ადამიანთა საზოგადოება,
რაც ხელს უწყობს მათ პოპულარობას.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?