ბურმილა
ბურმილა

ამ განსაკუთრებული ჯიშის ენერგიული ბუნება გარკვეულწილად მის გენეალოგიაში ბურმას მონაწილეობამ განაპირობა. თუმცა ბურმილა, კნუტიც კი, ისეთი უმართავი არ არის, როგორიც სხვა ჯიშები, რომელთა წინაპრებიც აღმოსავლური ჯიშები არიან. ამის მიზეზი მის ხაზში გრძელბეწვიანი შინშილას ჩართვაა.



მოკლე დახასიათება

გამოირჩევა გაწონასწორებული ტემპერამენტით
ბეწვის უნიკალური ნახატი აქვს
ათლეტური აღნაგობისაა
თამაშის მოყვარული ჯიშია

ისტორია

დაკვირვებით განხორციელებული სელექციური პროგრამის შედეგად გამოყვანილი ბურმილა დიდი შემგუებლობით გამოირჩევა და ადამიანებს შესანიშნავად ეგუება. ამ კატებისთვის ენერგიის დახარჯვის საუკეთესო გზა თამაშია; ისინი კარგად ერთობიან ნაირგვარი სათამაშოებით. თითოეულს თავისი გემოვნება აქვს –
ეს ერთ ნაყარშიც კი შეინიშნება. ზოგს ბურთები ან ისეთი ნივთები მოსწონს, რომლებსაც გამოედევნება, ზოგსაც _
თოკზე დაკიდებულ საგნებთან თამაში. განსაკუთრებით სათამაშოები ართობთ, რომლებიც კატის გონიერების შესამოწმებლადაა განკუთვნილი. იზრუნეთ, რომ თქვენს კატას მუდამ ჰქონდეს თამაშის საშუალება – ამით უფრო დაგიახლოვდებათ და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებს.

სათამაშო სივრცე

ბურმილას მოსწონს ცოცვა და ეს შესანიშნავად გამოსდის შედარებით გამხდარი სხეულის გამო. ისიც, სხვა კატებივით, ხის ტანს ბრჭყალებით ეჭიდება, უკანა ფეხების ძლიერი კუნთების საშუალებით კი ზემოთ მიიწევს. ჩამოსვლის დროსაც ისეთივე მოძრაობებით ეშვება, ოღონდ თავდაყირა, როგორც კი მიწას მიუახლოვდება, უცებ ახტება და წინა ფეხებზე დახტება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?