ანგორა
ანგორა

ანგორა და თურქული ანგორა ერთი და იგივე ჯიში არ არის. ანგორა თურქულისგან განსხვავებით აღმოსავლური სელექციური პროგრამით გამოიყვანეს. ანგორას წარმომადგენლები ათლეტური აღნაგობისა და ბუნებით აქტიური კატები არიან, დაუღალავად დახტიან და დაცოცავენ.
მოკლე დახასიათება

ათლეტური აღნაგობა აქვს
გვხვდებიან სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდები
ბეწვი ადვილი მოსავლელია
მეგობრული კატაა

ისტორია

ჯიშის წარმოშობა 1960-იანი წლებით თარიღდება, როდესაც სორელი (ღია წაბლისფერი) აბისინიურ სილპოინტ სიამურთან შეაჯვარეს. მიზანი ისეთი სიამური კატის გამოყვანა იყო, რომლის სხეულის პერიფერიული ნაწილების ბეწვის ნახატი ტიკირებული ტაბი იქნებოდა. მაგრამ ხანგრძლივმა სელექციამ გავლენა მოახდინა: აბისინიურის ხაზიდან
აღმოსავლურ ჯიშებში გრძელბეწვიანობის დაფარული გენი შეიჭრა (რომელმაც შექმნა სომალი). დღეისთვის დაშვებულია მრავალი შეფერილობის ანგორა, არა
მხოლოდ სოლიდი, მაგალითად, ცინამონი, არამედ ნახატიანი ფორმებიც, მაგალითად, ტაბი და კუსფერი, აგრეთვე დაჩრდილული და კვამლისფერი. ანგორას თივთიკი არ გაჩნია, ამიტომ მისი ბეწვი ადვილად არ ითელება.

დამახასიათებელი ნიშნები

აღმოსავლური წარმოშობის სხვა კატების მსგავსად, ანგორებსაც შედარებით გრძელი, კუნთოვანი სხეული აქვთ. აბრეშუმისებრი ნაზი ბეწვი გრძელია ტანზე, შედარებით მოკლეა სახესა და ფეხებზე. ამ განსაკუთრებული კატების სახელი დიდი ხანია დაბნეულობას იწვევს. ინგლისში მათ ანგორას უწოდებენ, დანარჩენ ევროპაში _ იავურებს. ჩრდილოეთ ამერიკაში კი ამ სახელით არატრადიციული შეფერილობის ბალიურ კატას მოიხსენიებენ, რომელიც სიამურის გრძელბეწვიანი ფორმაა.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?