ბურმანული კატა
ბურმანული კატა

ეს აზიური ჯიში, იგივე ბურმა, რომელიც მიანმას (ყოფილი ბირმის), ტაილანდისა და მალაიზიის რეგიონებში გაჩნდა, დღეს ძალიან პოპულარულია. მისი ოდნავ განსხვავებული ხაზები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ჩამოყალიბდა. ბუნებით ანცი და ალერსიანი ბურმანული კატები ძალიან მიმზიდველი კომპანიონები არიან.






მოკლე დახასიათება

ძალიან უყვარს თამაში
საკმაოდ ხმაურიანი კატაა
გვხვდებიან სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდები
მოკლე, გლუვი ბეწვი აქვს


ისტორია

მართალია, ბურმა აზიაში მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ამ ჯიშის პირველი ეგზემპლარი აშშ-ში მხოლოდ 1930 წელს ჩაიყვანეს და შეცდომით მუქი სიამური უწოდეს. მის ჩამყვან დოქტორ თომპსონს, რომელმაც
კატას სახელად ვონგ მაუ დაარქვა (`მაუ~ კატას ნიშნავს), ამ დასკვნაში ეჭვი შეეპარა და გადაწყვიტა -
სელექციური პროგრამის საშუალებით დაემტკიცებინა, რომ ვონგ მაუ განსხვავებული ჯიში იყო. მან ეს კატა მის ერთ-ერთ შთამომავალთან შეაჯვარა, რის შედეგადაც ვონგ მაუმ გაცილებით მუქი ფერის კნუტი დაბადა. ეს ფერი თანამედროვე ბურმას ჯიშის ტრადიცულ შეფერილობად ითვლება. ამ კატების პოპულარობა სწრაფად გაიზარდა და 1950-იანი წლების დასასრულისთვის ბურმა უკვე ბევრ ქვეყანაში ჰყავდათ.

ჯიშის განვითარება

ვონგ მაუდან განვითარდნენ ევროპული ხაზებიც, მაგრამ მათი მოშენება განსხვავებული გზით წარიმართა, სახელდობრ, მასში უფრო მეტად სიამურის ნაჯვარები მონაწილეობდნენ. შედეგად შეიქმნა კატის ტიპი, რომლის თავის ფორმა უფრო კუთხოვანია, ვიდრე ჩრდილოამერიკული ხაზების, რომლებიც თავის აშკარად მომრგვალო ფორმით გამოირჩევიან. ევროპული ხაზები, თვალებითაც უფრო სიამურ კატებს ჰგვანან. აშკარაა შეფერილობათა სხვაობაც: ამერიკული ბურმას შეფერილობად სეიბლი (მუქი ყავისფერი) ითვლება; ევროპული ბურმას ხაზებში წითური ფერის გენის შეტანის შედეგად მიიღეს არა მხოლოდ წითური, არამედ სხვა, მათ შორის კრემისფერი ფორმებიც, რომლებიც ასევე დაშვებულია სტანდარტით.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?