სფინქსი
სფინქსი
პირველი უბალნო ჯიში იყო, რომელიც 1966 წელს შეიქმნა და მას მერე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ახალი ჯიშის გამოყვანაში. სფინქსი ტიპური სახლის კატაა, რომელიც კარგად ეთვისება უშუალო გარემოცვას.




მოკლე დახასიათება

ცუდად იტანს სიცივეს
შეფერილობას კანის პიგმენტაცია განაპირობებს
მუდამ პატრონის გვერდით ზის
აქტიური და მომთმენია

ისტორია

შინაურ ცხოველებში: თაგვებში, ზღვის გოჭებში, ძაღლებში და ა.შ., უბალნო მუტანტების გაჩენა იშვიათი მოვლენა არ არის. კანადური სფინქსის გამოჩენამდეც არსებობდა რამდენიმე ცნობა ასეთი კატების შესახებ. იგი ქუჩის უბალნო კატისა და დევონ რექსის  შეჯვარების შედეგად განვითარდა და დღეს საკმაოდ
დამკვიდრებულ ჯიშად ითვლება. სფინქსმა ფართო აღიარებასაც კი მიაღწია _ კომედიურ სერიალ "მეგობრებში"  გადაიღეს. ამ ჯიშის
წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, აქა-იქ, განსაკუთრებით სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე, ოდნავ გრძელი ბალანი ეზრდებათ. შეფერილობა კანის პიგმენტაციის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით სახიფათოა მოვარდისფრო-თეთრი სფინქსების გარეთ სეირნობა, რადგან ბეწვის არქონის გამო შეიძლება მზის დამწვრობა მიიღონ, დაუცველები არიან კატებთან ჩხუბის დროსაც. სფინქსის კანი სხეულის გარკვეულ უბნებში დანაოჭებულია, მაგრამ ზოგადად საკმაოდ გლუვია.

მოვლა
რადგან სფინქსებს სხეული ძალიან წმინდა და მოკლე ბალნით აქვთ დაფარული, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მათი მოვლა იოლია. სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის: მათ კვირაში ერთხელ დაბანა და კანზე დაგროვილი ბუნებრივი ცხიმის ნოტიო ღრუბლით მოცილება სჭირდებათ. ასევე აუცილებელია დიდი ყურების რეგულარული გაწმენდა ბამბის ნოტიო ტამპონებით, ოღონდ ჩხირი სასმენ მილში არ ჩაუყოთ, რადგან შეიძლება სერიოზულად დაუზიანოთ. უბრალოდ, ყურის ნიჟარა შიგნიდან გაუსუფთავეთ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?